FM97.5 / LIVE

ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა

მთავარისაზოგადოება 26.10.2012
ბორჯომის ქარხნის ადმინისტრაციასა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის მოლაპარაკება შედგა. თანამშრომლები ანაზღაურების 25-პროცენტიან მატებას დასთანხმდნენ

ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა
პროტესტის მეოთხე დღეს გაფიცული თანამშრომლები კომპანია ”აიდიეს ბორჯომის გენერალურ დირექტორს ზაზა კიკვაძეს შეხვდნენ. მოლაპარაკებები მედიისთვის დახურულ კარს მიღმა გაიმართა.

შეხვედრიდან გამოსულმა თანამშრომლებმა მედიასთან კომენტარის გაკეთებაზე უარი განაცხადეს.

კომპანიის გენერალური დირექტორის მოადგილემ ლევან ბაღდავაძემ კი განაცახდა, რომ გაფიცული თანამშრომლები ხელფასების 25-პროცენტიან მატებას დასთანხმდნენ. მომატებულ ანაზღაურებას თანამშრომლები დეკემბრიდან მიიღებენ.

”შევხედავთ საწარმოს მუშაობას, ანაზღაურების მომატება მერეც შეიძლება. რაც შეეხება მათ მოთხოვნას ხელფასების 100-პროცენტიან მომატებაზე, ეს ვერ მოხერხდება, რადგან ასეთ შემთხვევაში საწარმო ზარალზე წავა”, - განაცხადა ბაღდავაძემ.
დღის მეორე ნახევარში მესამე ოფიციალური განცხადება გაავრცელა კომპანია ”აიდიეს ბორჯომმაც”.

”დღეს, დღის მეორე ნახევრიდან ბორჯომის N1 ქარხანაში საწარმოო პროცესი სრულად აღდგა. მოლაპარაკებების მეოთხე დღეს კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართელოს მენეჯმენტსა და გაფიცულ თანამშრომლებს შორის შეთანხმება შედგა, რის საფუძველზეც განახლდა ჩამოსხმისა და გადატვირთვის პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის 250-მდე თანამშრომელი 23 ოქტომბერს გაიფიცა. კომპანია ”აიდიეს ბორჯომის” ხელმძღვანელობა, სამი დღე უშედეგოდ ცდილობდა მათთან მოლაპარაკებას. ამ დრომდე გაფიცული თანამშრომლები ხელფასების 25-პროცენტიან მატებას არ თანხმდებოდნენ.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თანამშრომლებს  კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს
ბორჯომში მუშების პროტესტი გრძელდება
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გაიფიცა
გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე
რაზე შეთანხმდნენ ბათუმი–ახალციხის გზაზე გაფიცული მუშები და კომპანია