FM97.5 / LIVE

კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება

მთავარისაზოგადოება 25.10.2012
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” მუშების გაფიცვასთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს. კომპანიის ადმინისტრაცია გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისგენ მოუწოდებს და იმედოვნებს, რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესი.

კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
განცახდების თანახმად, საწარმოში არსებული ანაზღაურება შრომის ბაზარზე არსებული სიტუაციის ადეკვატურია. ქარხნებში არსებობს ეგრეთწოდებული მეცამეტე ხელფასი და სხვა წახალისებებისა თუ დახმარებების პროგრამები. გარდა ამისა, წელს, მთელი წლის განმავლობაში, თანამშრომლებს უტარდებათ ტრეინინგები და გადამზადებები, რის შემდეგაც დაგეგმილია ორივე ჩამომსხმელ ქარხანაში ხელფასის საშუალოდ 25%-ით მატება.

როგორც კომპანიის პიარ-მენეჯერმა ნანიკო კუპრაშვილმა განაცხადა, კომპანიამ განცხადება გუშინ, გვიან საღამოს გაავრცელა. განვხადებაში ნათქვამია, რომ მუშაობა მხოლოდ პირველ ქარხანაშია შეჩერებული. N2 ჩამომსხმელ ქარხანაში ჩამოსხმის პროცესი გეგმის მიხედვით მიმდინარეობს. ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლების მოთხოვნა ზუსტად იგივეა, რაც ამ ეტაპზე საქართველოს სხვადასხვა რეგიონებში მიმდინარე გაფიცვების მონაწილეებისა - ხელფასების 100%-ით მატება.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის N1 ჩამომსხმელი ქარხნის მუშები 23 ოქტომბერს გაიფიცნენ. გაფცულ მუშებსა და კომპანიას შორის გუშინ შეთანხმება ვერ შედგა, რადგან კომპანიის მენეჯმენტის მიერ შეთავაზებული 25%-იანი მატება N1 ქარხნის გაფიცული თანამშრომლებისთვის მისაღები არ აღმოჩნდა.

”კომპანია ვერ ჩაებმება პროცესში, რომელიც ზარალს მიაყენებს ბრენდს, მის იმიჯსა და რეპუტაციას, ასევე ვერ დაუშვებს „ბორჯომზე“ დეფიციტის ხელოვნურად შექმნის მცდელობებს. კომპანია აიდიეს ბორჯომი საქართველო, კიდევ ერთხელ მოუწოდებს გაფიცულ თანამშრომლებს მეტი პასუხისმგებლობისგენ და იმედოვნებს, რომ ქარხანაში დაუყოვნებლივ აღდგება სამუშაო პროცესი”, - ნათქვამია განცხადებაში.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

თანამშრომლებს  კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს
ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა
"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გაიფიცა
ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ
ბორჯომში მუშების პროტესტი გრძელდება
პრემიერ მინისტრმა „ბორჯომის“ N1 ჩამომსხმელი ქარხანა დაათვალიერა
გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე