FM97.5 / LIVE

ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ

მთავარისაზოგადოება 24.10.2012
ბორჯომის პირველი ჩამომსხმელი ქარხნის თანამშრომლებსა და კომპანიის ხელმძღვანელობას შორის მოლაპარაკებები არ შედგა.

ბორჯომის ქარხანაში მოლაპარაკებებზე ვერ შეთანხმდნენ
ქარხნის თანამშრომლები საწარმოსთან დღეს დილიდან ისევ შეიკრიბნენ. ქარხანაში იმყოფებოდა ”IDS ბორჯომის” გენერალური დირექტორის მოადგილე ლევან ბაღდავაძეც. მას შემდეგ, რაც ადმინისტრაციასთან შეხვედრა დაასრულა, ბაღდავაძე მუშებთან მოლაპარაკებებს გეგმავდა, თუმცა, ჟურნალისტების დასწრების გარეშე. მუშები კი შეხედრას მხოლოდ მედიის თანდასწრებით თანხმდებოდნენ. საბოლოოდ, გაფიცულ თანამშრომლებსა და ადმინისტრაციას შორის მოლაპარაკებები არ შედგა.

ამ წუთისთვის ქარხანასთან შეკრებილი მუშები დაიშალნენ. ისინი აცხადებენ, რომ გაფიცვა იქამდე გაგრძელდება, ვიდრე კომპანიის ხელმძღვანელობა მათ მოთხოვნებს არ დააკმაყოფილებს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომის პირველ ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გუშინ დილიდან გაიფიცა. ისინი კატეგორიულად უარყოფენ ბაღდავაძის მტკიცებას, რომ საშუალო ხელფასი, დარიცხვით, 650 ლარია და ამბობენ, რომ თანამშრომელთა ანაზღაურება 180-დან 350 ლარამდეა. გაფიცულ თანამშრომლებთან მოლაპარაკებები გუშინვე სცადა კომპანიის გენერალური დირექტორის პირველმა მოადგილემ ლევან ბაღდავაძემ. მუშებს იგი ქარხანაში არსებული მდგომარეობის გადახედვას დაჰპირდა. თუმცა, მუშები აცხადებენ, რომ სიტყვიერი დაპირებების აღარ სჯერათ და საწარმო იქამდე იქნება გაჩერებული, ვიდრე მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. ”IDS ბორჯომის” გენერალურ დირექტორს ქარხანაში სავარაუდოდ ხვალისთვის ელოდებიან.

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ბორჯომის" ჩამომსხმელ ქარხანაში მომსახურე პერსონალი გაიფიცა
ბორჯომში მოლაპარაკებები შედგა
ბორჯომში მუშების პროტესტი გრძელდება
თანამშრომლებს  კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველო” იმიჯის შებღალვაში ადანაშაულებს
გაფიცული მუშები და გაკვირვებული დირექტორის მოადგილე
კომპანია ”IDS ბორჯომი საქართველოს” განცხადება
მოლაპარაკება დასრულდა – ვალეში გაფიცულ მუშებს მოთხოვნებს არ უკმაყოფილებენ