FM97.5 / LIVE

ახალციხის თემმა საჯარო მოხელეთა შერჩევის წესში ცვლილებები შეიტანა

მთავარიპოლიტიკა 09.10.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებით საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საკრებულოს ნაცვლად გამგეობა დაამტკიცებს; წამყვან და უფროს სპეციალისტებსა და გამგებლის წარმომადგენლების თანაშემწეებს კი დაწეული ბარიერის გადალახვა მოუწევთ.

ახალციხის თემმა საჯარო მოხელეთა შერჩევის წესში ცვლილებები შეიტანა

ცვლილებებზე თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში დღეს, 9 ოქტომბერს იმსჯელეს. ცვლილების მიხედვით, ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე უფროსი სპეციალისტები და წამყვანი სპეციალისტები, ასევე, გამგებლის წარმომადგენლების თანაშემწეები, 60%–იანი ბარიერის ნაცვლად, 55%–იან ბარიერს გადალახავენ.

„გამგებლის წარმომადგენელმა კონკურსის მეორე ეტაპზე უნდა გადალახოს 55%–იანი ზღვარი, მისი თანაშემწე ისევ რჩებოდა 60%–იანი ზღვარის ვალდებულებით. შესაბამისად, ამ კატეგორიის მოხელეებისთვის დგინდება 55%–იანი ზღვარი“, – განმარტავს თვითმმართველი თემის ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

შეგასხენებთ, გამგებლის წარმომადგენლებისთვის ბარიერი იმ მოტივით დაწიეს, რომ ამ პოზიციებზე კადრების შერჩევა ჭირდა.
„კონკურსის მიმდინარეობამ გვიჩვენა, რომ სოფლებში მსგავსი კადრების მოძებნა რთულია“, – აცხადებდა მაშინ ილია ზარდიაშვილი.
ამ ცვლილებას სხდომაზე მყოფმა 19–ვე დეპუტატმა მხარი ერთხმად დაუჭირა.

დღესვე, „ახალციხის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნების“ დამტკიცების შესახებ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 19 თებერვლის N 13–ე დადგენილება ძალადაკარგულად გამოაცხადეს. ამიერიდან, თვითმმართველობის მოხელეთა შესარჩევი კონკურსის დამატებითი საკვალიფიკაციო მოთხოვნებს საკრებულოს ნაცვლად, გამგეობა დაადგენს.

დეპუტატებმა ამ ცვლილებასაც ერთხმად დაუჭირეს მხარი.

ახალციხის თემმა საჯარო მოხელეთა შერჩევის წესში ცვლილებები შეიტანა

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში გამგებლის წარმომადგენლებს კონკურსის გავლა გაუჭირდათ
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში კონკურსი 15-მა თანამშრომელმა ვერ გაიარა
ახალციხის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გასაჯაროვდა
რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები
ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ასპინძაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის პირველი ეტაპი დასრულდა
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა