FM97.5 / LIVE

ახალციხეში გამგებლის წარმომადგენლებს კონკურსის გავლა გაუჭირდათ

მთავარიპოლიტიკა 23.03.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ რწმუნებულებისთვის ბარიერი დასწია. რატომ გაუჭირდათ ტესტირების გავლა რწმუნებულებს ახალციხის ადგილობრივ თვითმმართველობაში;

ახალციხეში გამგებლის წარმომადგენლებს კონკურსის გავლა გაუჭირდათ
პეტროს ვართანიანს წყალთბილის ტერიტორიულ ორგანოში გამგებლის წარმომადგენლის პოსტი 10 წლის განმავლობაში ეკავა. 2014 წლის დეკემბერში ჩატარებულ საჯარო მოხელეთა კონკურსზე ტესტირების დროს ჩაიჭრა. ვართანიანი ამჟამად ამავე ტერიტორიულ ორგანოში ახალი კონკურსის გამოცხადებამდე ხელშეკრულებით ჰყავთ აყვანილი.

დაბალი ქულა მიიღო ტესტირებაზე პამაჯის ტერიტორიული ორგანოს ყოფილმა რწმუნებულმა კარლენ კარახანიანმაც.

„21 ქულა ავიღე. რთული იყო ძალიან. გამოცდაზე ისე გავედი, რომ არ ვიცოდი, როგორი ტესტები იყო. ახლა ბარიერი დაწიეს და იმედი მაქვს, რომ ჩავაბარებ. 16 წელია ვმუშაობ და ჩემს საკრებულოში ყველაფერი წესრგიში მაქვს“, – ამბობს იგი.

ახალციხის მუნიციპალიტეტში 45 სოფელი და ერთი ქალაქია. 15 ადმინისტრაციულ ერთეულში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი წარმატებით, მხოლოდ შვიდმა კონკურსანტმა გაიარა.

განსაკუთრებით, ტესტირების გავლა სომხური სოფლების ტერიტორიული ორგანოს რწმუნებულებს გაუჭირდათ. ოთხი ტერიტორიული ორგანოდან რწმუნებული, მხოლოდ სხვილისის ტერიტორიულ ორგანოშია, მან კონურსი წარმატებით გაიარა. დანარჩენ 8 ტერიტორიულ ორგანოში კი გამგებლის წარმომადგენლები ხელშეკრულებით აიყვანეს. თანამშრომლებს ვადა აპრილის ბოლომდე აქვთ.

ახალციხის მუნიციპალიტეტის თვითმმართველობაში დასასაქმებლად კონკურსანტებს 60–პროცენტიანი ბარიერი უნდა გადაელახათ. იმის გამო, რომ კონკურსანტებს, განსაკუთრებით კი რწმუნებულებს ბარიერის გადალახვა გაუჭირდათ, ზედა ზღვარი ხუთი პროცენტით დაწიეს.

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ფრაქციის თავმჯდომარის მაკა სუდაძის განცხადებით, ფრაქციის წევრებმა მაღალი ბარიერი თავიდანვე გააპროტესტეს: „ვუთხარით, რომ უხერხული ვითარება შეიქმნებოდა, მაგრამ არ დაგვიჯერეს. 90–მა პროცენტმა ბარიერი ვერ გადალახა. ეს უფრო რთული აღმოჩნდა სომეხი ეროვნების კონკურსანტებისთვის. ზუსტად ამიტომ დაიწია ბარიერი, რომ მათ გაუჭირდათ საჭირო რაოდენობის ქულების დაგროვება“, – ამბობს მაკა სუდაძე.

მისივე თქმით არასწორია, როდესაც კონკურსანტებს არათანაბარ პირობებში აყენებ: „ყველასთვის ერთნაირად უნდა იყოს. არ უნდა იყოს ერთი პოზიციისთვის მაღალი, მეორესთვის კი დაბალი. გამგეობაში და საკრებულოში იმიტომ ვზივართ, რომ ეს თავიდანვე გაგვეთვალისწინებინა“.
არ ეთანხმებიან, სუდაძეს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციაში და აცხადებენ, რომ პირობები ყველასთვის თანაბარი იყო.

„ვერ ვიტყვი, რომ მარტო სომხურ სოფლებში გაუჭირდათ ჩაბარება, მათთვის ტესტები ორენოვანი იყო. უბრალოდ, კონკურსის მიმდინარეობამ გვიჩვენა, რომ სოფლებში მსგავსი კადრების მოძებნა რთულია და ბარიერი ამიტომ დავწიეთ. რწმუნებულებისთვის 33 ქულა გამსვლელი იქნება“, – ამბობს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი.

მისი განცხადებით, კონკურსის მეორე ეტაპი სავარაუდოდ აპრილშია დაგეგმილი: „გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა შემოგვთავაზა, რომ ტესტირება 18 აპრილს ჩავატაროთ, ჩვენ კი გვინდა რომ ეს თარიღი ცოტა წინ გადმოვწიოთ“.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობამ საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი 25 თებერვალს 29 ვაკანსიაზე გამოაცხადა, საკრებულომ კი ორზე.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

რა შედეგით დასრულდა საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსები
ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის თემმა საჯარო მოხელეთა შერჩევის წესში ცვლილებები შეიტანა
ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ადიგენის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მესამედ ცხადდება
ახალციხის მერიაში ტესტირებაზე მინიმალური ბარიერი 32 კონკურსანტიდან მხოლოდ 7–მა გადალახა
ადიგენში რწმუნებულებმა ტესტირება ვერ გაიარეს