FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა

მთავარიპოლიტიკა 07.05.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი – გასაუბრება 75 აპლიკანტიდან 58–მა გაიარა.

ახალციხის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი დასრულდა
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში საკონკურსო – საატესტაციო კომისიამ თანამშრომლების შერჩევა დაასრულა, თუმცა, ჯერ შემაჯამებელი ოქმი არ დაწერილა. საბოლოო გადაწყვეტილების მიღებიდან ხუთ დღეში გაირკვევა თუ ვინ დასაქმდება ახალციხის გამგეობაში სხვადასხვა პოზიციებზე.

როგორც გამგეობაში აცხადებენ, კონკურსის მესამე ეტაპი სულ 75 აპლიკანტს უნდა გაევლო, თუმცა გასაუბრებაზე მხოლოდ 58 კონკურსანტი გამოცხადდა.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის თვითმმართველობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსი მიმდინარე წლის 25 თებერვალს დაიწყო. გამგეობამ ვაკანსია 29 ადგილზე გამოაცხადა, საკრებულომ კი 2–ზე. საბუთების მიღება 6 მარტს დასრულდა.

გამგეობაში ყველაზე მოთხოვნადი აღმოჩნდა საქმისწარმოებისა და საარქივო დოკუმენტაციის დამუშავების საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიცია. ამ ვაკანსიაზე 59 განაცხადი შევიდა. 42 განაცხადი შევიდა გამგებლის მდივნის ადგილზე, 37 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის პოზიციაზე.

საკრებულოში შესული 83 განაცხადიდან, 37 საორგანიზაციო საკითხებში მთავარი სპეცილისტის პოზიციაზე იყო, 46 კი საორგანიზაციო საკითხებში წამყვანი სპეციალისტის ვაკანსიაზე.

ახალციხის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდა. ტესტირება ახალციხის პირველ და მეხუთე საჯარო სკოლებში მიმდინაროებდა, რომელსაც გამოცდების ეროვნული ცენტრის წარმომადგენლები აკვირდებოდნენ.

ახალციხის გამგეობაში ტესტირებაზე 205 კონკურსანტიდან 117 აპლიკანტი გამოცხადდა, აქედან 36 ქულაზე მეტი მხოლოდ 40 – მა კონკურსანტმა აიღო. ამ კონკურსანტებს დაემატათ ის აპლიკანტებიც, რომლებმაც წინა ტესტირებაზე გამსვლელი ქულა აიღეს, თუმცა გასაუბრება ვერ გაიარეს. მათ წარმოადგინეს შესაბამისი ცნობა და გასაუბრება ტესტირების გარეშე გაიარეს.

კონკურსის მესამე ეტაპი 30 აპრილს დაიწყო. საკონკურსო – საატესტაციო კომისია, კონკურსანტებს კითხვებს ძირითადად საკანონმდებლო დებულებებიდან უსვამდა. თითოეული მათგანი აპლიკანტების პასუხებს ინდივიდუალურად, 10 ბალიანი სისტემით აფასებდა.

საკონკურო – საატესტაციო კომისიას ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე ხელმძღვანელობს, წევრები არიან გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე დავით ლომიძე, გამგეობის ადმინისტრაციის სამსახურის უფროსი ილია ზარდიაშვილი, ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულოს იურიდიულ საკითხთა კომისიის თავმჯდომარე თამარ გოგინაშვილი, გამგეობის იურიდიული სამსახურის უფროსი ბაია იველაშვილი და სამხარეო ადმინისტრაციის მთავარი სპეციალისტი ნინო ნემსაძე.

[მანანა სარაშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობაში გასაუბრებას 75 აპლიკანტი გაივლის
ახალციხის  გამგეობაში განაცხადების მიღება დასრულდა
ახალციხის გამგეობაში ტესტირება მიმდინარეობს
ახალციხის გამგეობაში ტესტირება 18 და 19 აპრილს ჩატარდება
ახალციხის გამგეობაში გასაუბრების პირველ ეტაპს 20 კონკურსანტი გაივლის
ახალციხის გამგეობა ტესტირებისთვის ემზადება
ახალციხის თვითმმართველობაში არსებულ 70 ვაკანსიაზე 894 განაცხადი შევიდა