FM97.5 / LIVE

ახალციხის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გასაჯაროვდა

მთავარიპოლიტიკა 15.02.2016
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობაში მიმდინარე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურსის შედეგები ცნობილია. საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ ახალი თანამშრომელი 14 პოზიციაზე შეარჩია, 14 ადგილი ისევ ვაკანტური დარჩა.

ახალციხის გამგეობაში ჩატარებული კონკურსის შედეგები გასაჯაროვდა

ადგილობრივ თვითმმართველობაში მიმდინარე საჯარო მოხელეთა შესარჩევი კონკურის შედეგები დღეს, 15 თებერვალს გახდა ცნობილი. იმ 58 კონკურსანტიდან, რომლებიც კონკურსის მესამე ეტაპამდე მივიდნენ, საკონკურსო კომისიამ 14 კანდიდატი მოიწონა. შესაბამისად, 14 პოზიციაზე გამგეობას უკვე ჰყავს ახალი თანამშრომელი.

ეს პოზიციებია:
საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტი;
გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე ვალის ადმინისტრაციულ ერთეულში;
სპეციალისტი საორგანიზაციო საკითხებში;
გამგებლის პირადი მდივანი;
წამყვანი სპეციალისტი ინფრასტრუქტურის და მშენებლობის საკითხებში;
უფროსი სპეციალისტი არქიტექტურისა და სივრცითი მოწყობის საკითხებში;
მთავარი სპეციალისტი კონტროლისა და აუდიტის საკითხებში;
წამყვანი სპეციალისტი ზედამხედველობის საკითხებში;
გამგებლის წარმომადგენელი აწყურის ადმინისტრაციულ ერთეულში,
გამგებლის წარმომადგენლის თანაშემწე სხვილისის ადმინისტრაციულ ერთეულში;
წამყვანი სპეციალისტი სამეურნეო საკითხებში;
ვალის წარმომადგენლის თანაშემწე;
წამყვანი სპეციალისტი შესყიდვების საკითხებში;
იურიდიული ანალიზის განყოფილების უფროსი
;


ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსის ილია ზარდიაშვილის ინფორმაციით, შერჩეულ კადრებს საჭირო დოკუმენტების შესაგროვებლად შეტყობინებები უკვე გადაეგზავნათ.

„დოკუმენტების მოტანის შემდეგ დაიწერება მათი დანიშვნის ბრძანებები“, – ამბობს ილია ზარდიაშვილი.

გამგეობაში ეს კონკურსის მეოთხე მცდელობა იყო და ამ მცდელობის შემდეგ ისევ დარჩა ვაკანტური ადგილები. ამჯერად, გამგეობას ახალი თანამშრომლების შესარჩევად კონკურსის მეხუთედ გამოცხადება მოუწევს, დასაკომპლექტებელი 14 ადგილია.

შეგახსენებთ, რომ ახალციხის მუნციპალიტეტის გამგეობაში საჯარო მოხელეთა შესარჩევ კონკურსზე, საბუთების მიღება 2015 წლის 27 ნოემბერს დასრულდა. 28 ვაკანტური ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა. საკონკურსო–საატესტაციო კომისიამ საბუთების გადარჩევას დაახლოებით ერთი თვე მოანდომა. კონკურსის მეორე ეტაპი ტესტირება, 23–24 იანვარს ჩატარდა. 175 კონკურსანტიდან გამოცდაზე 55 არ გამოცხადდა.
ტესტირების შედეგები არავის გაუსაჩივრებია.

კონკურსის მესამე ეტაპი–გასაუბრება 8–9 თებერვალს მიმდინარეობდა. 58 კონკურსანტიდან გასაუბრებაზე 17 განმცხადებელი არ მივიდა. დარჩენილი 41 კადრიდან კი გამგეობამ 14 კადრი შეარჩია.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის გამგეობამ მოხელეთა შესარჩევი კონკურსის მესამე ეტაპი დაიწყო
ახალციხის გამგეობა 25 პოზიციაზე კონკურსს აცხადებს
ახალციხის გამგეობაში 23 ადგილისთვის 567 განაცხადი შევიდა
ერთი თვეა ახალციხის გამგეობა კონკურსზე შესულ საბუთებს არჩევს
ახალციხის გამგეობას ათი ახალი თანამშრომელი ჰყავს
ახალციხის გამგეობამ  კონკურსში განაცხადის მიღების ვადა გადაწია
რა პოზიციები დარჩა ვაკანტური ახალციხის გამგეობაში