FM97.5 / LIVE

ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს

მთავარისაზოგადოება 26.03.2013
ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ამ დრომდე არ ჰყავს. ხელმძღვანელის დროებით მოვალეობას, მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი ასრულებს.

ახალციხის ციხეს დირექტორი არ ჰყავს

ააიპ ახალციხის ციხის დირექტორმა ბესიკ ბლიაძემ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე მიმდინარე წლის 11 მარტს დატოვა. ბესიკ ბლიაძე ამჟამად მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლია. რომელიც ამ თანამდებობაზე ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ სწორედ 11 მარტს გამართულ სხდომაზე აირჩია.

საკრებულოს თავმჯდომარის ოლეგ სანდროშვილის განმარტებით ააიპ ახალციხის ციხის დირექტორის თანამდებობაზე დანიშვნა მისი პრეროგატივაა. თუმცა, საკრებულოში ვაკანტურ თანამდებობაზე ჯერ განცხადებები არ შესულა.

ამიტომ, როდის დაინიშნება ახალციხის ციხის დირექტორი მუნიციპალიტეტის საკრებულოში ვერ აკონკრეტებენ.

შეგახსენებთ, რომ მუნიციპალიტეტის გამგებლის თანამდებობაზე ბესიკ ბლიაძის კანდიდატურა სამი თვის წინაც განიხილებოდა. თუმცა, მაშინ გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად საკრებულოს თავმჯდომარემ ბესიკ ხითარიშვილი დაასახელა. ამის შემდგომ კი ბლიაძემ ციხის დირექტორის თანამდებობა დაიკავა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის ციხის დირექტორად გუჯა ბიჭაშვილი დაინიშნა
ახალციხის ციხეს ახალი დირექტორი ჰყავს
გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ხითარიშვილი დაინიშნა
 ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებლად ბესიკ ბლიაძე დაინიშნა
ახალციხის ციხეში მასობრივ შემცირებებს უარყოფენ
ვინ შეასრულებს ახალციხის გამგებლის მოვალეობას?
16 რწმუნებულიდან 12 შეიცვალა