FM97.5 / LIVE

რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?

მთავარისაზოგადოება 27.06.2013
ერთ თვეზე მეტია ახალციხეში, ვარძიისა და ხაშურის ქუჩების გადაკვეთაზე დაზიანებული წყლის მილიდან ქუჩები იტბორება, წყალმომარაგების კომპანია კი ავარიის შეკეთებას არ ჩქარობს

რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?
გარდა იმისა, რომ დაზიანების მახლობლად გავლა შეუძლებელია, ორივე დასახლების მცხოვრებლები ჩივიან, რომ იქვე ელექტროენერგიის სადენები გადის, რაც მოსახლეობისთვის საფრთხეს წარმოადგენს.

'ბავშვები მიდიან თამაშობენ, თუ მალე არ გაკეთდა შეიძლება რამე უბედურება მოხდეს’, - ამბობს ვარძიის ქუჩაზე მცხოვრები ლამზირა ლომიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ადგილის დასათვალიერებლად გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის წარმომადგენლები რამდენჯერმე მივიდნენ, თუმცა, ამ დრომდე არაფერი გაუკეთებიათ.

”მოვლენ წყლის კომპანიიდან, დახედავენ გაფუჭებულ მილს და მიდიან, ასე რამდენჯერმე მოხდა”, - ამბობს ლომიძე.

რატომ ეშინიათ დაზიანებული წყლის მილის ხაშურის ქუჩაზე მცხოვრებლებს?

საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის ახალციხის სერვისცენტრში ამბობენ, რომ სარეაბილიტაციო სამუშაოების შესასრულებლად კომპანია ‘შინაშხარის’ წარმომადგენლებს ელოდებიან.

‘იქ გადის წყლის ახალი მილი, რომელიც ‘შინაშხარმა’ გაიყვანა, არ გვინდა, რომ დაზიანდეს და კომპანიის წარმომადგენლებს ველოდებით. ისინიც უნდა დაესწრონ პროცესს, რომ პასუხისმგებლობა აიღონ’, - ამბობს ახალციხის სერვისცენტრის მენეჯერი გიორგი დალალიშვილი და იქვე ამატებს, რომ გამორციხული არაა სამუშაო დღესვე დაიწყოს, - ‘ბევრი რამ არის გასაკეთებელი, დაზიანებული წყლის მილი უნდა გაუქმდეს და ახალგაყვანილი მილით მიეწოდოს ხაშურის ქუჩასაც წყალი. ამიტომ აუცილებელია კომპანიის წარმომადგენლების დასწრება’.

[ნუკა სტეფნაძე ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში რუსთაველის ქუჩას სასმელი წყალი არ მიეწოდება
ასპინძის ქუჩაზე წყლის დაზიანებული მილი შეაკეთეს
გევორქიანები დაზიანებული წყლის მილის შეკეთებას ითხოვენ
ახალციხეში  სასმელი წყლის დაზიანებული მილი ხანძთელის ქუჩას ტბორავს
ახალციხეში, თამარაშვილის ქუჩაზე დაზიანებულ წყლის მილს ხვალ შეაკეთებენ
ახალციხეში, ვარძიის ქუჩაზე ადგილობრივები წყლის პრობლემაზე ჩივიან
9 აპრილზე დაზიანებულ წყლის მილს ნებართვის გარეშე ვერ აკეთებენ