FM97.5 / LIVE

ახალციხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

მთავარისაზოგადოება 24.09.2015
ახალციხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს მეორე დღეა ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება. მიზეზი 110 კვ–იან ხაზზე მიმდინარე სარემონტო სამუშაოებია.

ახალციხის მუნიციპალიტეტის 7 სოფელს ელექტროენერგია შეზღუდვით მიეწოდება

ახალციხის მუნიციპალიტეტის სოფლებს: აწყურს, ტყემლანას, თისელს, წინუბანს, გურკელს, აგარას, საყუნეთსა და ზიკილიას ელექტროენერგია მხოლოდ ღამის საათებში მიეწოდება.

"ენერგო–პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტის გიორგი ბალახაშვილის განმარტებით, მაღალი ძაბვის ხაზების განყოფილების თანამშრომლები 110 კვ–იან ხაზზე სარემონტო სამუშაოებს აწარმოებენ.

„ზამთრის სეზონისთვის მზადება მიმდინარეობს. ხაზზე არის დაზიანებული მონაკვეთები, რომლებმაც მომავალში, ძლიერი ქარის, წვიმის ან თოვლის შემთხვევაში შესაძლოა ავარიული გამორთვა გამოიწვიოს, ამიტომ დაზიანებული მონაკვეთების ამოჭრა და გამაგრება მიმდინარეობს“, – ამბობს გიორგი ბალახაშვილი.

მისი თქმით, აღნიშნული სამუშაოების შესახებ მოსახლეობა რამდენიმე დღის წინ გააფრთხილეს.

ელექტროენერგიის მიწოდება აღნიშნულ სოფლებს სრულად ხვალ, 25 სექტემბერს აღუდგება.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხის მუნიციპალიტეტის ოთხ სოფელს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენს ელექტროენერგია არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 800–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენის მუნიციპალიტეტში 1200 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ახალქალაქში 250 აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება
ადიგენში მოსახლეობის ნაწილს ელექტროენერგია ისევ არ მიეწოდება
სამცხე–ჯავახეთში 2 000–მდე აბონენტს ელექტროენერგია არ მიეწოდება