FM97.5 / LIVE

ხანძარმა მოხეში შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა [Video]

მთავარირეპორტაჟი, ვიდეო 23.09.2015
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში გაჩენილმა ხანძარმა შავაძეების შვიდსულიანი ოჯახი უსახლკაროდ და ულუკმაპუროდ დატოვა.

ხანძარმა მოხეში შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა [Video]

ხანძარმა გაანადგურა 27 სული მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვი, შინაური ფრინველი, მომარაგებული მოსავალი და სამეურნეო ტექნიკა. ოჯახის წევრები დაწვას მეზობლის წყალობით გადაურჩნენ.

ცეცხლი მეზობლებმა გვიან ღამით, 01:30 საათზე შენიშნეს. მათ გააღვიძეს მძინარე შავაძეები და გამოიძახეს სახანძრო სამსახური. მეხანძრეები ხანძარს ექვსი საათის განმავლობაში აქრობდნენ. ადგილზე დილამდე იმყოფებოდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა და პოლიცია.



ზედაპირული გაანგარიშებით, შავაძეების ზარალი 100.000 ლარს აღწევს. ოჯახს ამ ეტაპზე არსად წასასვლელი არ აქვს. ადიგენის ადგილობრივ ხელისუფლებაში ამბობენ, რომ საშენი მასალებით დაეხმარებიან. რამდენად ეყოფა მხოლოდ საშენი მასალა უსახსროდ დარჩენილ ოჯახს და მოასწრებენ თუ არა ზამთრამდე დარჩენილ 2 თვეში სახლის აშენებას, ძნელი სათქმელია. ღია ცის ქვეშ დარჩენილი შავაძეები თავს დროებით მეზობელთან შეაფარებენ. უსახლკაროდ დარჩენილ ხუთშვილიან ოჯახს, დღეს დილით საკვებიც და ტანსაცმელიც მეზობლებმა მისცეს.

[თინათინ ზაზაძე, ოთარ აწყურელი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ხანძრის შედეგად შვიდსულიანი ოჯახი სახლისა და სარჩო–საბადებლის გარეშე დარჩა [Photo]
ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]
ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა
სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]
ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]