FM97.5 / LIVE

მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა

მთავარიეკონომიკა 08.10.2015
23 სექტემბერს ხანძრის შედეგად უსახლკაროდ დარჩენილ შავაძეების ოჯახს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ 170 გოფრირებული თუნუქი და 12.000 კილოგრამი ცემენტი შეუძინა.

მოხეში ხანძრისგან დაზარალებულ შავაძეებს გამგეობა თუნუქით და ცემენტით დაეხმარა

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობაში განმარტავენ, რომ შავაძეებს ცემენტისა და თუნუქის წაღება ნებისმიერ დროს შეუძლიათ.

რამდენი ლარი გამოიყო ადგილობრივი ბიუჯეტიდან შავაძეების დასახმარებლად, გამგეობის პრესსამსახურის წარმომადგენელს მამუკა კალანდაძეს ინფორმაცია არ აქვს: :მარტო შავაძების მოთხოვნა არ იყო, სხვაც ითხოვდა ცემენტით დახმარებას და მთლიანი შესყიდვა გავაკეთეთ. რამდენი ლარი დაიხარჯა შავაძეების დასახმარებლად, ზუსტად არ ვიცი“.

მისი თქმით, ბადრი შავაძემ მისსავე ეზოში ახალი სახლის მშენებლობა დაიწყო: „გამგებელი იყო გუშინ მოხეში ასული. ახალ სახლს აშენებენ დამწვარი სახლის ახლოს, საძირკველი და პირველი სართული უკვე ამოყვანილია“.

ბადრი შავაძე ამბობს, რომ ცემენტი და თუნუქი სახლის გადასახურად საკმარისია. შავაძეებს სახლის აშენებაში მეზობლები და ნათესავები ეხმარებიან.

ამ დროსთვის შავაძეების 7–სულიანი ოჯახი დროებით მეზობელთან ცხოვრობს.

„სახლს სანამ ავაშენებთ, მეზობელთ ან მოგვისწევს ცხოვრება“, – ამბობს ბადრი შავაძე.

შეგახსენებთ, რომ მოხეში მცხოვრებ შავაძეებს 23 სექტემბერს ღამით გაჩენილმა ხანძარმა სახლი და საქონლის სადგომი მთლიანად გაუნადგურდა. ხანძრის დროს საქონლის სადგომში დაიწვა 27 სული საქონელი. მეზობლებმა ვერაფრის გადარჩენა შეძლეს. 5 შვილიანი ოჯახი ღიაცისქვეშ დარჩა. ხანძრის შედეგად ბავშვებს სასკოლო ნივთებიც დაეწვათ. ახალი სახელმძღვანელოები დაზარალებულ მოსწავლეებს მოხის საჯარო სკოლის ადმინისტრაციამ გადასცა.

[თინათინ ზაზაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ხანძრის შედეგად შვიდსულიანი ოჯახი სახლისა და სარჩო–საბადებლის გარეშე დარჩა [Photo]
ხანძარმა მოხეში შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა [Video]
უტყისუბანში მრავალშვილიან ოჯახს ადიგენის გამგეობა თუნუქითა და ცემენტით დაეხმარება
ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა
ხანძარი წინუბანში – მელიქიძეებს საქონლის სადგომი, თივა და კურდღლები დაეწვათ
ხანძრისგან დაზარალებულ მორჩიაშვილებს გამგეობა დაეხმარება