FM97.5 / LIVE

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 11.12.2017
ახალციხეში, სოფელ თისელში, ხანძარმა მახათაძეების ორსართულიანი სახლი მთლიანად გაანადგურა. შემთხვევის შედეგდ არავინ დაშავებულა, თუმცა, სახლიდან ვერაფრის გადარჩენა შეძლეს. მახათაძეები თავს მეზობელთან აფარებენ.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

მეოთხე დღეა მახათაძეების ეზოში სახლის გაშავებული კედლებიდან კვამლი ადის. საოჯახო ნივთების ნარჩენები, საბნები და ლეიბები, ნივთები, ჯერ ისევ იწვის. მახათაძეების ორსართულიანი, კეთილმოწყობილი სახლიდან მხოლოდ ის ტანსაცმელი გადარჩა, რაც ოჯახის წევრებს ეცვათ.

თისელში ხანძარი 8 დეკემბერს, შუადღეს გაჩნდა. ამ დროს სახლში არავინ იმყოფებოდა.

„სამის ხუთი წუთი იყო, მეძინებოდა, ვიფიქრე არ დამეძინოს–მეთქი და ვიდრე მეუღლე სკოლიდან მოვიდოდა, მეზობელთან გადავედი. „ფეჩი“ ჩანელებული იყო, ორი ნედლი ნაპობი შევაგდე და წავედი. ცოტა ხანში მეზობლის ბიჭმა დაიძახა: ქეთინო დეიდა შენი სახლიდან კვამლი გამოდის თუ თოვლის ბურიაყიაო? გამოვიქეცით, ფანჯარა რომ გამოვაღე, უკვე ცეცხლი იყო“, – იხსენებს ქეთინო მახათაძე.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

მახათაძეების კვამლში გახვეული სახლი მეზობელმა როინ ჩუპკომ დაინახა და საშველად ყვირილი დაიწყო: „ძლიერი ქარი იყო, მეგონა თოვლს იხვევდა, შავი კორიანტელი იდგა. ახლოს რომ მივედი, დავინახე, რომ სახლის ორივე სართული კვმალში იყო გახვეული, მაღლა სართულზე ჯერ ცეცხლი არ ჩანდა, მაგრამ შესვლა ვერ გავბედეთ ძლიერი კვამლის გამო“.

რადგან ამ უბანში ბევრი ისეთი სახლია, სადაც არავინ ცხოვრობს, ცეცხლის ჩასაქრობად ხალხი გვიან შეგროვდა, ვიდრე სახანძრო ჯგუფები თისელში ავიდნენ, სახლი უკვე ცეცხლის ალში იყო გახვეული და მისი გადარჩენა ფაქტობრივად შეუძლებელი იყო.

„ხელებით თოვლს ვაყრიდით, ძალიან ცოტა წყალი მოდის ჩვენთან, ვიდრე ერთ ვედროს ავავსებდით და დავასხამდით, ცეცხლი სხვა ადგილზე ძლიერდებოდა. ვიდრე ჩვენ ხალხის შეგროვება შევძელით, უკვე ცეცხლი გაძლიერდა. ხუთი კაცი მაინც რომ ყოფილიყო ადგილზე, ნივთების 40%–ის გამოტანას მაინც მოვასწრებდით“, – ამბობს მახათაძეების მეზობელი ალექსანდრე ჩუპკო.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

თისელში ამბობენ, რომ სახანძრო ჯგუფებმა ასვლა დააგვიანეს.

„ახალციხის სახანძრო მაშველი კი არ არის, აქეთ არის საშველი. 14:14 საათზე მაქვს დარეკილი და 15:30 საათზე მოვიდა. ერთი მანქანა გზაში გაუფუჭდათ, მეორემ საკმარისი წყალი ვერ მოიტანა. ბორჯომის სახანძროს ელოდნენ. სტეკლო რომ ჩაამტვრიეს და ჰაერი დატრიალდა, ყველაფერი ჰაერში წავიდა “, – ამბობს ქეთინო მახათაძე.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

სახანძრო–სამაშველო სამსახურში აცხადებენ, რომ შემთხვევის ადგილზე სამი სახანძრო ჯგუფი მუშაობდა, მათ შორის ბორჯომიდანაც. ცეცხლს 15–მდე მეხანძრე–მაშველი აქრობდა. უწყების ინფრომაციით ხანძრის ჩაქრობაც და ლიკვიდაციაც შეძლებისდაგვარად დროულად მოხერხდა: „თუ დეტალური ინფორმაცია გინდათ, შეგვიძლიათ მოგვმართოთ და გამოითხოვოთ ინფორმაცია“.

მომხდარზე ძიება შინაგან საქმეთა სამინისტრომ, 187–ე, ნივთის დაზანება – განადგურების მუხლით დაიწყო. ოჯახს წევრების ვერსიით, ხანძარი ელექტროსადენებისგან გაჩნდა.

„ფანჯარა რომ გამოვაღე, ოთახში ღუმელიც ჩანდა, საწოლიც და დივანიც, კომპიუტერს და ტელევიზორს ეკიდა. ჰაერი რომ მოხვდა, გაძლიერდა ცეცხლი“, – ამბობს ქეთინო მახათაძე, – „29 წელი რაც ვაგროვე და ვინახე, ცეცხლმა წაიღო. ორი ბეჭედი მიპოვეს დამწვარ სახლში მეზობლებმა, ვიცოდი კომოდი სად იდგა და იქიდან ამოჩხრიკეს“.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]


ამ ეტაპზე მახათაძეები თავს მეზობლის სახლს აფარებენ.რომლებიც ამ ეტაპზე სოფელში არ ცხოვრობენ. მათ პროდუქტებით თანასოფლელები ეხმარებიან. დაზალარებულები დახმარებას ითხოვენ.

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

სოფელ თისელში ხანძარმა სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დატოვა [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]
ხანძარი ახალციხეში - ცეცხლი სახლის სახურავს გაუჩნდა[Photo]
ასპინძაში, მინდორში ხანძარი გაჩნდა, ცეცხლი ტყეს უახლოვდება
ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა
ადიგენში ხანძრის შედეგად ორი სახლი დაიწვა
ახალციხეში სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ახალციხეში საცხოვრებელი სახლის სხვენში ხანძარი გაჩნდა