FM97.5 / LIVE

სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]

მთავარისამართალი » შემთხვევა 06.10.2015
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ რუსთავში გაჩენილმა ხანძარმა ხუთსულიანი ოჯახი სახლ–კარის გარეშე დატოვა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, დედა–შვილებმა ფანჯრიდან გადმოსვლა მოასწრეს.

სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]

შემთხვევა სოფელ რუსთავში გუშინ, 5 ოქტომბერს, გვიან ღამით მოხდა. ლომიძეების საცხოვრებელ სახლს ცეცხლი მაშინ გაუჩნდა, როცა ოჯახის სახლში მყოფ წევრებს ეძინათ.

„ქმარი სახლში არ იყო, ჩვენ გვეძინა, შვილმა გამაღვიძა, დედა, ცუდი სუნი დგასო. შუქი ვერ ავანთე, ჩამქრალი იყო, ფანჯარაში გავიხედე და ცეცხლის ალში იყო სახლი გახვეული. ბავშვები ფანჯრიდან გადმოვიყვანე“, – იხსენებს მედეა ლომიძე.

მედეა ლომიძის თქმით, სახლთან ერთად ჩაიწვა ძროხების გაყიდვიდან მიღებული 3.000 ლარი, რომლითაც ლომიძეები სახლის შეკეთებას აპირებდნენ და ოჯახის კუთვნილი ძვირფასეულობა. ლომიძეებმა ცეცხლს საღამურებით გამოასწრეს: „ტანსაცმლის მოძებნის დროც აღარ იყო“.

ხმაურზე შეკრებილმა მეზობლებმა ლომიძეების ცეცხლმოდებული სახლიდან მხოლოდ ერთი საწოლის გამოტანა მოასწრეს. ადგილზე დილამდე მუშაობდნენ ასპინძისა და ახალციხის სახანძრო სამსახურები.

დილით შემთხვევის ადგილი ასპინძის მუნიციპალიტეტის გამგეობის ინფრასტრუქტურის სამსახურის წარმომადგენლებმა მოინახულეს. როგორც ადგილობრივ ხელისუფლებაში აცხადებენ, დაზარალებულებს მაქსიმალურად დაეხმარებიან: „მინიმუმ 1500 ლარის ღირებულების საშენ მასალებს შევუძენთ, შესაძლოა, მეტიც შევძლოთ“.

სოფელ რუსთავში იმყოფებოდა ასპინძის მაჟორიტარი დეპუტატი, საპარლამენტო უმცირესობის წევრი ტარიელ ლონდარიძეც.

ხანძრის გამომწვევი მიზეზი ჯერ უცნობია, ოჯახის წევრები ფიქრობენ, რომ ცეცხლი ელექტროსადენებიდან გაჩნდა.

„გაზი არაა, ღუმელი ან ცეცხლი არ მენთო, ელექტროტექნიკა ყველაფერი გამორთული მქონდა. ალბათ დენისგან გაჩნდა, რადგან რომ გავიღვიძეთ და ჩავრთე, შუქი გათიშული იყო“, – ვარაუდობს მედეა ლომიძე.

ადგილზე ამ დრომდე მუშაობენ ექპერტ –კრიმინალისტები.

სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]

სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]

სოფელ რუსთავში, ხანძრის შედეგად, ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [Photo]

[თინათინ ზაზაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ტიტველი ბავშვები ლოგინიდან წამოვყარე და ფანჯრიდან გამოვყარე’ – ხანძარი რუსთავში [Video]
რუსთავში ხანძრის შედეგად დაზარალებულებს გამგეობა დაეხმარა
ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]
სხვილისში საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
აბასთუმანში ხანძრის გამო სამსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა
ნაქალაქევში ხანძარს წლინახევრის ბავშვი ემსხვერპლა