FM97.5 / LIVE

ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

მთავარისამართალი » შემთხვევა 23.09.2015
გუშინ, გვიან ღამით, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ მოხეში, ხანძრის შედეგად შავაძეების საცხოვრებელი სახლი და სათავსოები მთლიანად განადგურდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა, თუმცა, ოჯახი ღია ცის ქვეშ დარჩა.

ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა
როგორც ადგილობრივებმა "სამხრეთის კარიბჭეს" განუცხადეს, მოხეში ხანძარი დაახლოებით ღამის პირველ საათზე გაჩნდა. ცეცხლი სწრაფად აალდა და მისი ლოკალიზება გაჭირდა. სახანძრო სამსახური და ადგილობრივები ცეცხლის ჩაქრობას დილამდე ცდილობდნენ.

"მთლად განადგურდა, თავისი საცხოვრებელი სახლით, უძრავ–მოძრავი ქონებით, საქონლის სადგომით. კვამლისგან დაიხოცა შინაური პირუქტყვი. კაპიტალური სახლი იყო, კარგად გაკეთებული და მარტო კედლებია დარჩენილი", – ამბობს შავაძეების მეზობელი ოთარ მიქელაძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სახანძრო მანქანა ადგილზე დროულად მივიდა.

"ჩვენ პირობებში თავის დროზე მოვიდა, ადიგენიდან 112 კილომეტრია, გრუნტიანი გზაა და რომ დავურეკეთ, დროულად მოვიდა"– ამბობს ოთარ მიქელაძე.

შემთხვევის ადგილზე ამ წუთებში ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებელი და მისი მოადგილე იმყოფებიან. მოხეში მუშაობს "სამხრეთის კარიბჭეს" ჟურნალისტიც. შავაძეების შესახებ ინფორმაციას მოგვიანებით მოგაწვდით.

ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

ხანძარი მოხეში – შვიდსულიანი ოჯახი საცხოვრებლის გარეშე დარჩა

[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

მოხეში ხანძრის შედეგად შვიდსულიანი ოჯახი სახლისა და სარჩო–საბადებლის გარეშე დარჩა [Photo]
ხანძარმა მოხეში შვიდსულიანი ოჯახი ღია ცის ქვეშ დატოვა [Video]
ახალციხეში ხანძარი, რომელიც საცხოვრებლის სათავსოს გაუჩნდა, ლოკალიზებულია
სოფელ კლდეში სახლი დაიწვა
სოფელ ხევაშენში საქონლის სადგომში ხანძარი გაჩნდა
ახალციხეში სამხედრო დასახლებასთან ხანძარი გაჩნდა
ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]