FM97.5 / LIVE

ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

მთავარისაზოგადოება 01.10.2013
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრები მერაბიშვილები ადგილობრივ ხელისუფლებას დახმარებას სთხოვს. მათ საცხოვრებელ სახლს ცეცხლი გაუჩნდა, რის გამოც ექვსსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა

ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს
თითქმის ორი კვირაა მერაბიშვილებს ტანისამოსი არ გამოუცვლიათ, მათ აღარც საკუთარი ჭერი აქვთ, აღარც რაიმე საოჯახო ნივთი და აღარც მოსავალი. ხანძარმა ყველაფერი გაუნადგურათ და დროებით ახლობლის სახლს შეაფარეს თავი.

ადგენის მუნიციპალიტეტის სოფელ უდეში მცხოვრებ ელიზბარ მერაბიშვილის ორსართულიან საცხოვრებელ სახლს ცეცხლი 18 სექტემბერს, დაახლოებით 17:30 საათზე გაუჩნდა.

შემთხვევის დროს სახლში ელიზბარ მერაბიშვილის მეუღლე და შვილი იმყოფებოდნენ. დიასახლისი ამბობს, რომ ხანძარი მოკლე ჩართვამ გამოიწვია.

„ჩემს შვილს ვთხოვე ელექტროღუმელი ჩაერთო, როცა დენის წყაროში შეაერთა, უცებ კვამლი გამოვარდა, ცეცხლი სადენებს გაჰყვა. ყველაფერი უცებ მოხდა“, - ამბობს ხათუნა მერაბიშვილი.

მისი თქმით, სახლის მეორე სართული მთლიანად ხის იყო. კედლებს ცეცხლი უცებ მოედო, რის გამოც, ბინიდან ვერაფრის გამოტანა ვერ მოახერხეს: „მე და ჩემი შვილი ფანჯრიდან გადმოვძვერით, ჩვენ ძლივს გადავრჩით და რის გამოტანას მოვასწრებდით?!“

შემთხვევის დროს ოჯახის უფროსი სახლში არ იმყოფებოდა. ელიზბარ მერაბიშვილი მეზობელს კარტოფილის აღებაში ეხმარებოდა. ოჯახში დაბრუნებულს სახლის დიდი ნაწილი დამწვარი დახვდა.

„ცეცხლი უკვე მთელ სახლზე იყო მოდებული, იქ შესვლა და რამის გამოტანა შეუძლებელი იყო. როგორც მეზობლები ამბობენ, სახლს ცეცხლი მალევე მოედო, ამიტომ თავიდანვე სახლში შესვლა ვერავინ გაბედა“, - ამბობს იგი.
მეზობლები ამბობენ, რომ ხანძრის გაჩენიდან რამდენიმე წუთში ადიგენის სახანძრო სამაშველო სამსახურს დაურეკეს, თუმცა სახანძრო ბრიგადა შემთხვევის ადგილზე ერთი საათის დაგვიანებით მივიდა.

ადიგენის სახანძრო სამსახურში განმარტავენ, რომ მაშინ როცა შეტყობინება მიიღეს, ადიგენის ერთ-ერთ სოფელში სხვა ხანძარს აქრობდნენ, დაგვიანებაც ამან გამოიწვია.

„სახანძრო სამსახური ადიგენიდან გვიან ამოვიდა, მანამდე მეზობლები ცეცხლის ჩაქრობას საკუთარი ძალებით ვცდილობდით. ადიგენის სახანძროს ახალციხის და აბასთუმნის ბრიგადაც შეუერთდა“, - ამბობს მეზობელი თამარ პარუნაშვილი.
ცეცხლის დროულად ჩაქრობა და სახლიდან ნივთების გადარჩენა ვერც სახანძრო სამსახურის თანამშრომლებმა მოახერხეს. ცეცხლი იმდენად ძლიერი იყო, რომ შენობაში შესვლა ვერავინ შეძლო.

„ოჯახს რაც კი სჭირდება ყველაფერი მქონდა, ახალი ტექნიკა, ჭურჭელი. ყველაფერი დაგვეწვა, ოქროებიც კი, ერთი კოვზის გამოტანაც ვერ შევძელით. მარტო ხელფასის და პენსიის გადარჩენა მოვახერხე, იმ დღის აღებული მქონდა და ჯერ კიდევ ჩანთაში მედო. ტანზე რაც გვაცვია, მხოლოდ ეს დაგვრჩა“, - ამბობს ხათუნა მერაბიშვილი.

მერაბიშვილებს საცხოვრებლის გარდა ეზოში ხეხილი, ვენახი, აღებული მოსავალი და პირუტყვის სადგომიც დაეწვათ.
„ეზოშიც ყველაფერი განადგურდა, სამი ტონა კარტოფილი ავიღე, თან ისეთი კარგი, ჯერ რომ არასოდეს მომსვლია, სულ მთლიანად ჩაიწვა “,-ამბობს ელიზბარ მერაბიშვილი.

მერაბიშვილების ექვსსულიანი ოჯახი დროებით ნათესავის ბინაში ცხოვრობს. სახლი განახლებას აღარ ექვემდებარება: „მხოლოდ ქვის კედლებია დარჩენილი, ახლობელი ხელოსნები გვყავდა მოყვანილი და გვითხრეს, რომ ეს კედლებიც კი აღარ გამოდგება“.
ოჯახი ადგილობრივ გამგეობას დახმარებას სთხოვს.

„თუ საშუალება იქნება ფულადი კომპენსაციით დაგვეხმარონ. სასმელი, საჭმელი და ტანისამოსი, ნათესავების და მეზობლების დახმარებით გვექნება, მთავარია საკუთარი ჭერი გვქონდეს“, - ამბობს ხათუნა მერაბიშვილი.

როგორც მერაბიშვილების ოჯახის ნათესავი სტეფანე კიკნაძე ამბობს, ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი, რომელიც შემთხვევის ადგილზე მთელი ღამის განმავლობაში იმყოფებოდა, დაზარალებულებს სამშენებლო მასალით დახმარებას დაჰპირდა: „როგორც გამგებელმა გვითხრა, თანხით ვერ დაგვეხმარება. გამგეობას შეუძლია მხოლოდ სამშენებლო ხე-მასალის გამოტანაზე ნებართვა მოგვცეს, ცემენტს კი, როგორც დაგვპირდა, უფასოდ გადმოგვცემს“.

ოჯახი ადგილობრივ ხელისუფლებას სამშენებლო მასალის დროულად გადაცემას სთხოვს.

„ერთადერთი თხოვნა გვექნება, სამშენებლო მასალა დროულად გადმოგვცენ, ზამთარი ახლოვდება, იქნებ მოვასწროთ რამის გაკეთება“,-გვეუბნება სტეფანე კიკნაძე.

ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალოების შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი ამბობს, რომ კომისიამ ზარალი უკვე დაითვალა. ამ ეტაპზე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო სამშენებლო მასალის შეძენისთვის თანხის რაოდენობის დასადგენად მუშაობს.
„როგორც კი გაირკვევა რა რაოდენობის სამშენებლო მასალაა საჭირო, გამგეობა საკუთარი ხარჯებით შეისყიდის და გადაცემს მერაბიშვილების ოჯახს“, - გვაიმედებს გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი არსენ ბალახაშვილი.

რაც შეეხება საკომპენსაციო თანხას, გამგეობაში ამბობენ, რომ დაზარალებულებს თანხით ვერ დაეხმარებიან.

ხანძრისგან უსახლკაროდ დარჩენილი ოჯახი დახმარებას ითხოვს

[მანანა სარაშვილი, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

უსახლკაროდ დარჩენილი მერაბიშვილები სამასალე მერქანს ითხოვენ
უსახლკაროდ დარჩენილ მერაბიშვილებს სამასალე მერქანი ამ დრომდე არ მიუღიათ
ხანძარი იმერთუბანში – ხუთსულიანი ოჯახი უსახლკაროდ დარჩა [PhotoVideo]
ხარჯამში საცხოვრებელი სახლი ნაწილობრივ დაიწვა
ბორჯომში საცხოვრებელი სახლი დაიწვა
მუსხში საცხოვრებელ სახლს სახურავი დაეწვა
ხანძარი ახალციხეში – ცეცხლი 5 სახლს მოედო [Photo]