FM97.5 / LIVE

ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა

მთავარისამართალი » შემთხვევა 22.09.2015
ბორჯომში, სოფელ საკირეს მიმდებარე ტერიტორიაზე, წიწვოვან ტყეში გაჩენილი ხანძრის შედეგად ტყის მასივი რამდენიმე ჰექტარ ფართობზე განადგურდა. ხანძრის ლიკვიდაციას სახანძრო–სამაშველო სამსახური ამ დრომდე ცდილობს.

ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა

მეხანძრეებსა და მაშველებთან ერთად ცეცხლის ჩაქრობას ცდილობს ადგილობრივი მოსახლეობა. ეროვნულ სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარი ლოკალიზებულია, მისი ლიკვიდაცია კი ხვალისთვის უკევე შესაძლებელი იქნება.

რა ფართობზე გავრცელდა ხანძარი და დაახლოებით რამდენი ჰექტარი ტყე დაიწვა, ამასთან დაკავშირებით მთელი დღის განმავლობაში ურთიერთგამომრიცხავი ინფორმაცია ვრცელდებოდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ დაახლოებით 20 ჰექტრამდე ტყე დაიწვა, თუმცა მუნიციპალიტეტის გამგებელი დიმიტრი ყიფიანი ამ ფაქტს კატეგორიულად უარყოფს. მისი თქმით, ხანძრის შედეგად დაალოებით 6–დან 8 ჰექტრამდე ფართობზეა დამწვარი ტყე.

ეროვნული სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ ხანძარმა ტყის მასივი დაახლოებით 6 ჰექტარ ფართობზე გაანადგურა.

„ცეცხლი უკვე ჩაქრობისკენ მიდის.სააგენტოს თანამშრომლები აცხადებენ, რომ ხვალ, დაახლოებით შუადღისთვის, თბილისიდან ვინც კი იყო გამოძახებული, ყველა წავა. დამატებითი ძალების გამოძახება საჭირო აღარ არის“, – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს პრესსამსახურის წარმომადგენელი ანი ანდრონიკაშვილი.

„ხვალისთვის სრულიად ჩააქრობენ კერებს“, – ირწმუნება ბორჯომის მუნიციპალიტეტის გამგებელიც.

ხანძრის ადგილზე დღეს იმყოფებოდნენ სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი აკაკი მაჭუტაძე და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები.

გუბერნატორის განმარტებით, ხანძრის გავრცელების საშიშრობა აღარ არსებობს, რადგან მეხანძრეებმა ცეცხლს გარშემო შემოუბარეს და გავრცელების საშუალება არ მისცეს.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, ტყეში ხანძარი ორი დღის წინ გაჩნდა.

შსს–ს ინფორმაციით, რეგიონის სახანძრო-სამაშველო სამსახურის ბრიგადების გარდა ადგილზე მობილიზებული იყვნენ ქარელის, კასპის, გორის, ხარაგაულის და ხაშურის სახანძრო სამსახურების თანამშრომლები. ხანძრის ჩაქრობის პროცესში სულ მონაწილეობდა 6 სახანძრო-სამაშველო მანქანა და 150-ზე მეტი მეხანძრე-მაშველი. თბილისიდან ხანძრის ქრობის განყოფილებიდან დამატებით 5 კაციანი ჯგუფი გაიგზავნა. ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.

[თინათინ ზაზაძე, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია
ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნულ პარკში ხანძრის ლოკალიზება უჭირთ
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
საგანგებო: ბორჯომის ხეობაში ხანძრის შედეგად 2.5 ჰექტარი ტყის მასივი დაიწვა
შსს: დაბაში ხანძარი ლოკალიზებულია