FM97.5 / LIVE

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]

მთავარისიახლე, საზოგადოება 20.08.2017
ბორჯომში, სოფელ დაბის ტერიტორიაზე გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით,ეროვნული სატყეო სააგენტო განცხადებას და ხანძრის ამსახველ ფოტოებს ავრცელებს.

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
ეროვნული სატყეო სააგენტოს ინფორმაციით, ხანძარი დაახლოებით 500კვ.მ ფართობზეა გავრცელებული.

ხანძრის ლოკალიზება ქარის გამო გართულებულია. ადგილზე მობილიზებულია ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის თანამშრომლები, ადგილობრივი სახანძრო, პოლიცია, სამაშველო სამსახური დავერტმფრენი.

ადგილზე იმყოფება ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსი თორნიკე გვაზავა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯომში, სოფელ დაბის იმ ტერიტორიაზე, სადაც 2008 წლის აგვისტოს ომის დროს ტყის მასივი დაიწვა, ცეცხლი დღეს, 20 აგვისტოს გაჩნდა. აღნიშნულ ტერიტორიაზე ბოლო წლების განმავლობაში დამწვარი ტყის მასივის აღდგენითი სამუშაოებიც მიმდინარეობს.

საგანგებო მართვის სიტუაციების სამსახურის ინფორმაციით, ადგილზე რეგიონის ათზე მეტი სახანძრო ჯგუფი მუშაობს, ცეცხლის ჩაქრობას ასევე სასაზღვრო პოლიციის ვერტმფრენი ცდიობს.

შსს–ს ინფორმაციით, ხანძრის გაჩენის მიზეზებზე ძიება, სსკ–ს 187–ე მუხლით დაიწყო, რაც ნივთის დაზიანება ან განადგურებას გულისხმობს.

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]

დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ დაბის ტერიტორიაზე  ცეცხლის ჩაქრობას  მეხანძრეებთან ერთად ადგილობრივებიც ცდილობენ
დაბის ტერიტორიაზე ხანძარს ვერ აქრობენ
დაბაში ხანძრის ჩაქრობის პროცესში კიდევ  200 მეხანძრე ჩაერთო
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
დაბაში  ხანძრის ლოკალიზებაში შს მინისტრი ჩაერთო
კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ბორჯომში ნახანძრალ ტყეს ცეცხლი უკიდია