FM97.5 / LIVE

ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ იმსჯელეს

მთავარისაზოგადოება 15.09.2015
რატომ არის მნიშვნელოვანი პროდუქციის წარმოების დროს გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრა და რა მნიშვნელობა ენიჭება სურსათის უვნებლობას – ამ საკითხებზე იმსჯელეს დღეს ახალციხეში.

ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს

დღეს, 15 სექტემბერს ახალციხის ციხის საკონფერენსიო დარბაზში სემინარი გაიმართა თემაზე „საქართველოს პერსპექტივა ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების შესახებ“.

შეხვედრის ძირითადი ასპექტები იყო ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი ვაჭრობის პოტენციური გავლენა საქართველოზე და საქონლით ვაჭრობა; სურსათის უვნებლობასთან დაკავშირებული საკითხების მოწესრიგების პერსპექტივა; სანიტარულ და ფიტოსანიტარულ ღონისძიებებს დაქვემდებარებული პროდუქციით ვაჭრობის მოთხოვნები ევროკავშირში; ტექნიკური ბარიერები ვაჭრობაში; ინტელექტუალური საკუთრების დაცვა.

სემინარზე ძირითადად ორ მთავარ საკითხზე გაამახვილეს ყურადღება, ეს არის გეოგრაფიული ადგილმდებარეობის განსაზღვრა პროდუქციის წარმოების დროს და სურსათის უვნებლობა.

„პრობლემები ამ დარგში მთელს მსოფლიოშია, რადგან დღითი–დღე იზრდება ვაჭრობა მსოფლიოში და მათ შორის საქართველოს და ევროკავშირს შორის. ამიტომ ბუნებრივია, რომ ჩვენ მეტი ყურადღება უნდა მივაქციოთ იმ სფეროს, რომელიც ასე მნიშვნელოვანია საქართველოსა და ევროკავშირისთვის“, – ამბობს ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს ვაჭრობის მენეჯერი ანტონია ლოპარკო და ამატებს, რომ ამ ხელშეკრულების საშუალებით ევროკავშირი საქართველოს საშუალებას აძლევს ყოველგვარი შეზღუდვების გარეშე ივაჭროს ევროკავშირთან.

მისივე თქმით, დიდი ყურადღება უნდა მიექცეს სურსათის უვნებლობასაც, რადგან ეს საკითხი ეხება ნებისმიერ მოქალაქეს – „საკვების უსაფრთხოება ყველა ჩვენგანისთვის მნიშვნელოვანია“.

ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრის, საქპატენტის თავმჯდომარე ნიკოლოზ გოგილიძე ამბობს, რომ დღევანდელ შეხვედრაზე ისაუბრეს თუ რა სახით შეუძლიათ გამოიყენონ ფერმერებმა და მეწარმეებმა ინტელექტუალური საკუთრების ის ობიექტები, რომელებიც მათ შეუძლიათ შექმნან ევროპის ბაზარზე თავის დასამკვიდრებლად.

„ძირითადად, აქ საუბარი ეხება გეოგრაფიული აღნიშვნების სისტემას. ეს მათ საშუალებას აძლევს, რომ ამ ობიექტის დაცვით ევროპელ მომხმარებელს მიანიშნოს იმაზე, რომ მისი პროდუქცია არის უნიკალური, განსხვავებული. ეს შესაბამისად გამოიწვევს ინტერესს ამ პროდუქციის მიმართ“, – ამბობს ნიკოლოზ გოგილიძე.

სემინარი ევროკავშირის წარმომადგენლობა საქართველოს და პროექტის „ერთად შევეგებოთ ევროპას“ ორგანიზებით გაიმართა.

ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
საქართველო-ევროკავშირის ასოცირების შესახებ შეთანხმება [R]
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ
ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ
DCFTA-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხსა და გრანტს მიიღებს