FM97.5 / LIVE

ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ

მთავარისიახლე, ეკონომიკა 25.09.2018
ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის თემაზე, ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა.

ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ

შეხვედრა დღეს, 25 სექტემბერს, ასოციაცია "ტოლერანტის" ორგანიზებით გაიმართა. მის მიზანს საინფორმაციო რესურს– მაგიდების შესახებ ინფორმაციით გავრცელება წარმოადგენდა.

აღნიშნული რესურს–მაგიდები "ტოლერანტის" ბაზაზე გაიხსნა და მათი მეშვეობით ფერმერებს, კოოპერატივებსა და დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ მეტი ინფორმაცია მიიღონ ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, თუ რა საფეხურების გავლა მოუწევს მწარმოებელს იმისათვის, რომ მისი პროდუქტი ევროპის ბაზარზე მოხვდეს.

"ჩვენ მოგაწოდებთ მაქსიმალურ ინფორმაციას, რომ თქვენ ნელ– ნელა თქვენი პროდუქტი და საწარმოები გარდაქმნათ ევროკავშირის სტანდარტების შესაბამისად და შეძლოთ ბაზრის ათვისება",– განმარტა შეხვედრისას საინფორმაციო რესურს მაგიდის კოორდინატორმა თამარ სამსონიძემ.

მისივე თქმით, ევროპული ბაზრის ასათვისებლად, ფერმერს არაერთი კომპონენტის გათვალისწინება მოუწევს, როგორც ლაბორატორიული შემოწმებების, ასევე მწარმოებელი ქარხნის ადგილმდებარეობასთან დაკავშირებით.

"იწყება ადგილმდებარეობის შესწავლა, რადგან შეიძლება ქარხნისათვის ესა თუ ის ადგილი არახელსაყრელია, რადგან აქ ადრე ქიმიური დაბინძურება ხდებოდა, ეს კი პროდუქტზე აისახება. ასევე, ყურადღება გამახვილდება პროდუქტის მოყვანის შესახებ, მაგალითად, შეწამვლის წესს როგორ იცავს ფერმერი, აღების პერიოდში სად ათავსებს პროდუქციას და ა.შ.", – განმნარტავს თამარ სამსონიძე.

შეხვედრას რეგიონში მომუშავე ფერმერები, კოოპერატივებისა და თვითმმართველობების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

"ჩვენ მოგვყავს კარტოფილი, ვაწარმოებთ ყველსაც, რძის საწარმოც გვაქვს. კარგი იქნება თუ ჩვენს ნაწარმს ევროპაში გავიტანთ. მინდა, რომ ყველა საფეხური გავიარო, რათა ჩემმა პროდუქტმა ევროსტანდარტები დააკმაყოფილოს", – ამბობს სოფელ მოხეში მდებარე რძის საწარმო "იმედი"–ის თანამშრომელი ბადრი ბერიძე.

საინფორმაციო შეხვედრა, ევროკავშირისა და ჩეხეთის განვითარების სააგენტოს მიერ მხარდაჭერილი პროექტის "რეგიონული სამოქალაქო ორგანიზაციები ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის მხარდასაჭერად" ფარგლებში გაიმართა.

ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ

[მარიამ ბარძიმაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ
რძის წარმოების განვითარებისთვის ახალციხეში ფერმერებთან შეხვედრები იმართება
ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს
უვიზო მიმოსვლის შესახებ ახალციხეში საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა
ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო  შეხვედრა გაიმართა
როგორ მუშაობს ადიგენში რძის გადამამუშავებელი საწარმოები
ახალციხეში ფერმერებს პესტიციდების შესახებ ესაუბრნენ