FM97.5 / LIVE

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ

მთავარისაზოგადოება 26.04.2018
ახალციხეში, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის შესახებ, საინფორმაციო–საკონსულტაციო რესურს–მაგიდები განთავსდა. ახალციხის ადმინისტრაციულ შენობასა და ასოციაცია "ტოლერანტში", ევროპული ბაზრის შესახებ ფერმერებს ინფორმაციას მიაწვდიან.

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ

25 აპრილს, ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობის (DCFTA) შესახებ, საინფორმაციო რესურს–მაგიდების გახსნის ღონისძიება გაიმართა. რესურს–მაგიდები, ასოციაცია "ტოლერანტში" და "რეგიონული განვითარების სააგენტოს" ეგიდით, ახალციხის საკრებულოს შენობაში განთავსდა.

რესურს –მაგიდების დახმარებით, ფერმერებს შესაძლებლობა ექნებათ ევროპულ ბაზართან წვდომისათვის, მათთვის საინტერესო და საჭირო ინფორმაცია მიიღონ.

პროექტს ახორციელებს ჩეხური ორგანიზაცია "People in Need" და მისი პარტნიორები: სოფლად თემთა განვითარების სააგენტო, PMC კვლევითი ცენტრი, ასოციაცია "ათინათი" და საქართველოს სოფლის მეურნეობისა და სოფლად განვითარების ალიანსი.
პროექტის მთავარი მიზანია, ევროკავშირის ზონაში საქართველოს ინტეგრაცია მოხდეს.

"ეს საინფორმაციო რესურს–მაგიდები ჩვენ მიერ აღჭურვილნი არიან ტექნიკით, ავეჯითა და სხვა საჭირო ნივთებით. ფაქტობრივად, მზად არიან, რომ ფერმერებისათვის იყვნენ საინფორმაციო–საკონსულტაციო რესურსი. დაეხმარონ მათ იმისათვის, რომ კარგი პროდუქცია მოიყვანონ და ეს პროდუქცია შესაბამისობაში იყოს ევროპასთან თავისუფალი ვაჭრობისათვის", – განმარტავს "People in Need"-ის პროექტის მენეჯერი ზაალ ანჯაფარიძე.

მისივე განმარტებით, პროექტის ფარგლებში, ორგანიზაცია ხელს შეუწყობს, რომ ფერმერები ჩაერთონ ადვოკატირების პროცესში იმ საკითხებზე, რომლებიც უკავშირდება მცირე და საშუალეო მეწარმეობასთან დაკავშირებული პრობლემების მოგვარებას. ასევე ამ პრობლემატიკის მიტანას ცენტრალური ხელისუფლებამდე.

პროექტის სამიზნე რეგიონებია აჭარა, სამეგრელო-ზემო სვანეთი, იმერეთი, სამცხე-ჯავახეთი, კახეთი, მცხეთა-მთიანეთი და ქვემო ქართლი.

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ

ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ფერმერები პროდუქტის წარმოების ევროსტანდარტებს გაეცნენ
ევროკავშირის მხარდაჭერით ახალქალაქში სოფლის განვითარების პროექტი იწყება
ახალციხეში ევროინტეგრაციის შესახებ იმსჯელებენ
საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს
აგროსესხი გამარტივებული პირობებით - თიბისი ბანკის ახალი შეთავაზება ფერმერებს [R]
ადგილობრივ სამოქალაქო ორგანიზაციებს ახალციხეში ტრენინგზე იწვევენ
სამცხე–ჯავახეთი აგრარულ მიმართულებაში კვლევითი პრაქტიკის გაძლიერებაში ერთვება