FM97.5 / LIVE

საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს

მთავარისიახლე, ეკონომიკა 06.04.2017
საქართველო ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დასაწყებად მუშაობს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ–მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

საქართველოს მთავრობა ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების დასაწყებად მუშაობს

გიორგი კვირიკაშვილის განმარტებით, საქართველოსა და ინდოეთს შორის თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების გაფორმების შესახებ მოლაპარაკებების დაწყებამდე უნდა განხორციელდეს წინასწარი კვლევა, რომელიც შეაფასებს ყველა ფაქტორს და პოტენციალს, რაც უკავშირდება თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებას.

„ჩვენ გვაქვს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება ჩვენს მეზობელ ქვეყნებთან, თურქეთთან, ევროკავშირთან, ევროპის თავისუფალი ვაჭრობის ასოციაციის ქვეყნებთან. სავარაუდოდ, ახლო მომავალში ხელს მოვაწერთ ჩინეთთან და ჰონგ–კონგთან შეთანხმებებს. გვინდა დავიწყოთ კვლევა ინდოეთის მიმართულებით. ამისთვის დელიში მიემგზავრება ეკონომიკის სამინისტროს დელეგაცია მინისტრ გიორგი გახარიას ხელმძღვანელობით. რამდენიმე თვეში მზად გვექნება კვლევა, რომლის შედეგების გათვალისწინებითაც მოხდება ინდოეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებაზე მოლაპარაკებების დაწყება. ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, ვინაიდან საქართველოს აქვს პოტენციალი, რომ გახდეს რეგიონული ჰაბი ამ მიმართულებით და ეს შესაძლებლობები ბოლომდე უნდა გამოვიყენოთ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში ევროკავშირთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმების  შესახებ იმსჯელეს
ფერმერები თავისუფალი ვაჭრობის შესახებ კონსულტაციებს მიიღებენ
ევროკავშირი და საქართველო – შეხვედრა ახალციხეში
შეხვედრა საინვესტიციო ფონდებთან და ბანკებთან
DCFTA-ს ფარგლებში, მცირე და საშუალო ბიზნესი შეღავათიან სესხსა და გრანტს მიიღებს
სასურსათო-საკვები პროდუქციის ვაჭრობის სფეროში ბუნებრივი დანაკარგების ჩამოწერა მოხდება – პრემიერი
თიბისიმ ვაჭრობის დაფინანსებისთვის სითი ბანკისგან 67 მილიონი აშშ დოლარის ფინანსური რესურსი მოიზიდა ®