FM97.5 / LIVE

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ

მთავარისიახლე, პოლიტიკა 07.02.2017
ადიგენში, დღეს საკრებულოს სხდომაა ჩანიშნული, რომელზეც, იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის დაბრუნების საკითხიც უნდა განიხილონ.

ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ

სხდომა უკვე დაიწყო, რეგისიტრაცია 22–მა დეპუტატმა გაიარა. ქვორუმი არის. საკრებულოზე განსაახილველად 8 საკითხია დარეგისტრირებული და ლობჯანიძის საკითხი ბოლოა.

შეგახსენებთ, რომ ლევან ლობჯანიძე 2015 წლის 4 მარტს, საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით თანამდებობიდან გადააყენეს. იმავე დღეს დეპუტატებმა საკრებულოს ახალ თავმჯდომარედ, საკრებულოს საფინანსო – საბიუჯეტო, ეკონომიკისა და ქონების მართვის კომისიის თავმჯდომარე, იმედა მღებრიშვილი აირჩიეს.

ლობჯანიძე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებდა. მიაჩნდა, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა, ამიტომ სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ლობჯანიძე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვდა. მან საქმე სამივე ინსტანციაში მოიგო.

უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების მიხედვით, საკრებულო ვალდებულია, უახლოეს სხდომაზე, ყოფილი თავმჯდომარე პოზიციაზე აღადგინოს და 23 თვის იძულებით განაცდური აუნაზღაუროს. თვეში მისი ხელფასი 2 650 ლარით განისაზღვრებოდა. შესაბამისად მას ადგილობრივი თვითმმართველობიდან ანაზღაურება 60, 950 ლარი ეკუთვნის. როგორც იურისტები განმარტავენ, უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება საბოლოოა და მისი აღსრულება სავალდებულო. ამდენად თვითმმართველობას ვერ ექნება ვერანაირი მიზეზი და არგუმენტი იმისთვის, რომ ლობჯანიძეს იძულებით განაცდური არ აუნაზღაურონ.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენის საკრებულომ იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხი ცნობად მიიღო
ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმდომარის საქმეზე მოპასუხე მხარის მოწმეები დაიკითხებიან
დაბრუნება იმპიჩმენტიდან 2 წლის შემდეგ და კვლავ იმპიჩმენტის მოლოდინი [Video]
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენში სხდომა, რომელზეც ლობჯანიძის იმპიჩმენტის საკითხს განიხილავენ, ხმაურით მიმდინარეობს