FM97.5 / LIVE

ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს

მთავარიპოლიტიკა 09.02.2016
სააპელაციო სასამართლომ ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმეზე გამგეობის სარჩელი არ დააკმაყოფილა. ძალაში რჩება გადაწყვეტილება, რომლის თანახმად, ლევან ლობჯანიძის გადაყენების დოკუმენტი ბათილია.

ადიგენის გამგეობის დაქირავებულმა ადვოკატებმა სააპელაციოში საქმე წააგეს

თბილისის სააპელაციო სასამართლოში მოსამართლემ გადაწყვეტილება დღეს, 9 თებერვალს გამოაცხადა. სააპელაციო სასამართლომ ახალციხის რაიონული სასამართლოს მოსამართლის მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილება ძალაში დატოვა. „სამხრეთის კარიბჭეს“ ამის შესახებ თბილისის სააპელაციო სასამართლოში დაუდასტურეს.

აღნიშნული გადაწყვეტილებით, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის ლევან ლობჯანიძის სარჩელი დაკმაყოფილდა. კერძოდ, სასამართლომ ბათილად ცნო ლობჯანიძის თანამდებობიდან გადაყენების შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება და დააკმაყოფილა ლობჯანიძის მოთხოვნა თანამდებობაზე აღდგენის შესახებ. გარდა ამისა, ბათილად იქნა ცნობილი ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის შესახებ საკრებულოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებაც. ასევე, მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილის გადაწყვეტილებით ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ლევან ლობჯანიძეს განაცდური საათების ყოველთვიური საფასური უნდა გადაუხადოს.

პირველ ინსტანციაში პროცესის წაგების შემდეგ ადიგენის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გადაწყვიტა მეორე ინსტანციაში საბრძოლველად ადვოკატი დაექირავებინა. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულომ ხელშეკრულება საადვოკატო ბიუროსთან „Ok & CG”-სთან გააფორმა. როგორც ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იმედა მღებრიშვილი აცხადებდა, მომსახურებისთვის თვითმმართველობის ბიუჯეტიდან 1 500 ლარი გაიწერა.

აღნიშნული ბიუროდან საქმეში სამი ადვოკატი იყო ჩართული. არც ერთი მათგანი გამოცხადებას არ დასწრებია, თუმცა აცხადებენ, რომ ეს გადაწყვეტილება უსაფუძვლოა და უზენაეს სასამართლოში აუცილებლად გაასაჩივრებენ.

შეგახსენებთ, რომ 2015 წლის 4 მარტს, ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომაზე, 17 ხმით 10–ის წინააღმდეგ, დეპუტატებმა ფარული კენჭისყრით საკრებულოს თავმჯდომარე ლევან ლობჯანიძე თანამდებობიდან გადააყენეს. ლობჯანიძე ადგილობრივ ხელისუფლებას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. მოსარჩელე მხარე ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2015 წლის 4 მარტის სხდომის შედეგებისა და ახალი თავმჯდომარის იმედა მღებრიშვილის არჩევის ბათილად ცნობას ითხოვს.

შეგახსენებთ, ამ დავის საწარმოებლად ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულო თავისი იურისტს კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატები იქირავა. საკრებულოს ინტერესებს სამი ადვოკატი იცავს. მათ გამგეობა 1500 ლარს უხდის.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სასამართლომ ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის სარჩელი დააკმაყოფილა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული საკრებულოს თავმჯდომარე ბრუნდება
ადიგენის საკრებულო საკუთარი იურისტის კვალიფიკაციას არ ენდო და ადვოკატი დაიქირავა
მოსამართლის შვებულების გამო, ლევან ლობჯანიძის საქმეზე სასამართლო პროცესი გადაიდო
ადიგენის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის საქმის განხილვა სრულდება
ადიგენის ბიუჯეტმა საკრებულოს თავმჯდომარის გადაყენებით 60 000–ზე მეტი იზარალა
ადიგენში იმპიჩმენტის წესით გადაყენებული თავმჯდომარის დაბრუნების საკითხს განიხილავენ