FM97.5 / LIVE

სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ

მთავარისიახლე, ეკონომიკა, საზოგადოება 23.11.2016
ახალციხეში, სოფელ წნისში მცოხვრებ მოსახლეობას გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვს, – ადგილობრივები ამბობენ, რომ ტყიდან მხოლოდ 7 კუბური მეტრი შეშის გამოტანა შეუძლიათ, რაც ძალიან ცოტაა.

სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ

წნისში მცხოვრებ ავთანდილ დევაძეს წელს შეშის ყიდვა მოუწევს. ამბობს, რომ 7 კუბური მეტრი საშეშე მერქანი, რომელიც ბილეთის მიხედვით ეკუთვნის, არ ეყოფა: „მთელი ზამთრის განმავლობაში 15 კუბური მეტრი შეშა მჭირდება, ამიტომ, ნაწილ–ნაწილ ვყიდულობ, როცა ფული მაქვს“.

ადგილობრივები ჩივიან, რომ პრობლემა მხოლოდ ეს არ არის. ისინი ზამთარს მოუმზადებლები იმის გამოც ხვდებიან, რომ ტყე–კაფეები გვიან გამოყეს.

„ერთი კვირის წინ მოგვცეს ტყეში შესვლის ნება, არცშეშა მაქვს და არც ბილეთი. ახლა ტყეში თოვლია, როგორ გამოიტან?! თან ისეთ მიუვალ ადგილზეა, მანქანა და ხარები უნდა იქირაო. ისევ მირჩევნია ნაწილ–ნაწილ ვიყიდო,როცა ფული მექნება“, – ამბობს ზაურ გოგოლაძე.

„ერთი თვე დავდიოდი ბანკში, ტყეში არ იყო გამოყოფილი ნომერი. ახლა დაპობილი და დაწყობილი უნდა მქონდეს შეშა, ამიტომ ნედლი შეშის დაწვა მომიწევს. თან საკმარისიც არ არის. 10 კუბური მეტრი მაინც უნდა გამოგვიყონ“, – ამბობს მევლუდი გოგოლაძე.

წნისში ამბობენ, რომ მათგან განსხვავებით, მეზობელ სოფელში, მაგალითად კლდეში, ადგილობრივებს გაცილებით მეტ შეშას აძლევენ. მათ უკმაყოფილებას სწორედ ასეთი, შერჩევითი მიდგომა იწვევს.

იმ ფაქტს, რომ წნისისგან განსხვავებით კლდეში მოსახლეობა შედრებით მეტ საშეშე მარქანს იღებს, ეროვნულ სატყეო სააგენტოშიც გვიდასტურებენ. სააგენტოში განმარტავენ, რომ ეს სოფლის სტატუსზეა დამოკიდებული, – მაღალმთიანის სტატუსის მქონე დასახლებებს მეტი შეშა ეკუთვნით.

„მაღალმთან სოფლებში ერთ ოჯახზე გამოყოფილია 15 კუბური მეტრი მერქანი, ხოლო იმ სოფლებზე, რომლებსაც სტატუსი არ აქვს, – 7“, – ამბობს ეროვნული სატყეო სააგენტოს ხელმძღვანელი თორნიკე გვაზავა.

რაც შეეხება მოსახლეობის განცხადებას, რომ ტყე–კაფის ადგილების გამოყოფა დაგვიანდა, სატყეო სააგენტოში უარყოფენ და განმარტავენ, რომ სამცხე–ჯავახეთში ტყე–კაფები 1 აგვისტოდან გამოიყო და თავად მოსახლეობა არ აქტიურობდა: „აგვისტოდან შეეძლოთ ბილეთები აეღოთ. დამატებით წერილები გვაქვს გადაგზავნილი მუნიციპალიტეტებში, რომ მოსახლეობა გაეფრთხილებინათ. რატომ არ გამოაქვთ, არ ვიცი“.
მათივე თქმით, მოსახლეობის ინფორმირებულობის მიზნით ადგილობრივებს სოფლების მიხედვით მეტყევეებიც ხვდებოდნენ.

2016 წელს ახალციხის სატყეო უბანზე 164 ტყე–კაფი გამოიყო.

„ახალციხის სატყეო უბანზე გამოიყო პირველი ხარისხის 2871.5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი, ხოლო მეორე ხარისხის 21 980.5 კუბური მეტრი საშეშე მერქანი. გასულ წელს გამოყოფილი საშეშე მერქანიდან, ნაშთის სახით დარჩა პირველ ხარისხზე 710, მეორე ხარისხზე კი 8297.7 კუბური მეტრი მერქანი“, – აცხადებენ სატყეო სააგენტოში.

რაც შეეხება სოფელ წნისში, საშეშე მერქნის მოცულობის გაზრდას, სააგენტოს განმარტებით ეს გამორიცუხლია. შეგახსენებთ, სოფელი წნისი ვერ მოხვდა იმ დასახლებებში, რომლებსაც მიმდინარე წელს მაღალმთიანი დასახლების სტატუსი მინიჭა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ახალციხეში სამი სოფლისთვის  676 კუბური მეტრი საშეშე მასალა  გამოიყო
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყე და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტები სამცხე-ჯავახეთში
ადიგენში ზამთრისთვის ემზადებიან
სამასალე მერქნის მოლოდინში გლეხები წლებს ითვლიან, მთავრობა კი უკანონო ჭრებს
სად და რა ფასად შეიძენთ საშეშე და სამასალე მერქანს
საშეშე მერქანის მისაღებად ახალციხის მუნიციპალიტეტში სიები ზუსტდება