FM97.5 / LIVE

ახალციხეში სამი სოფლისთვის 676 კუბური მეტრი საშეშე მასალა გამოიყო

მთავარიეკონომიკა 08.11.2015
მოსახლეობის მოთხოვნის შემდეგ ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყე–კაფისთვის ადგილი გამოყო. ფერსის, მუგარეთის და გიორგიწმინდის მოსახლეობას ზამთრისთვის შეშის მომარაგება უკვე შეუძლიათ.

ახალციხეში სამი სოფლისთვის  676 კუბური მეტრი საშეშე მასალა  გამოიყო
ახალციხის მუნიციპალიტეტის სამი სოფლის:ფერსის, მუგარეთის და გიორგიწმინდის მცხოვრებლებისთვის ტყე–კაფის ადგილი გამოყოფილია. მოსახლეობას ტყიდან ჯამში 676 კუბური მეტრი შეშის გამოტანა შეეძლებათ.

ეროვნული სატყეო სააგენტოში აცხადებენ, რომ 11 დღეა ნებართვა გაცემულია, თუმცა მოსახლეობის მხრიდან აქტიურობა არ შეიმჩნევა.
„გამოყოფილია სამი ტყე–კაფი, 676 კუბური მეტრი შეშა, აქედან ბანკში გადახდილია 186 კუბამეტრის და ტყიდან გამოტანილია 12 კუბური მეტრი“, – აცხადებენ სააგენტოში.

მათივე თქმით, იმისათვის, რომ მოსახლეობას შეშის გამოტანა არ გაუჭირდეს ეროვნულმა სატყეო სააგენტომ ტყე–კაფის ადგილამდე მისასვლელი გზებიც მოაწესრიგა.

შეგახსენებთ, რომ ფერსის, მუგარეთის და გიორგიწმინდის მოსახლეობა, სატყეო საგენტოს უმოქმედობაში ადანაშაულებდა. ადგილობრივები აცხადებდნენ, რომ მიუხედავად მათი არაერთი მოთხოვნისა, ტყე–კაფის გამოყოფა დროულად ვერ მოხერხდა. სატყეო სააგენტოში კი განმარტავდნენ, რომ ნებართვის გაცემა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მოსახლეობამ მიმართა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სოფელ წნისში გამოსაზამთრებლად საკმარისი შეშა არ აქვთ
ლიცენზიით გაცემული ტყე და შეშის გარეშე დარჩენილი მოსახლეობა
უკანონოდ მოპოვებული ხე–ტყე და გამოვლენილი სამართალდარღვევის ფაქტები სამცხე-ჯავახეთში
ადიგენში სამართალდამრღვევს უკანონოდ მოჭრილი სამასალე მერქანი ჩამოართვეს
მოსახლეობა სამასალე მერქანს ტყიდან ვეღარ გამოიტანს
საგამოძიებო სამსახური: ამოღებულია ათეულობით კუბური მეტრი ხის მასალა
ხე-ტყის უკანონო ჭრები სამცხე-ჯავახეთში