FM97.5 / LIVE

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 15.10.2012
ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ იდუმალაში 130 ოჯახი ცხოვრობს, თუმცა, ადგილობრივები ჩივიან, რომ რაოდენობა ყოველდღე კლებულობს. მიუხედავად სოფლის კარგი ბუნებრივი პირობებისა, ახალგაზრდები იდუმალას ტოვებენ.

” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”

იდუმალაში ადგილობრივები თავს მესაქონლეობითა და მიწის დამუშავებით ირჩენენ. თითო ოჯახს ერთი ჰექტარი და 20 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს, თუმცა ნაკვეთების უმეტესი ნაწილი დაუმუშავებელია.

სოფელში ამბობენ, რომ მიწის დასამუშავებლად საკმარისი ტექნიკა არ არის და საწვავიც ძალიან ძვირია.

- ”სოფელში შვიდი დამოუკიდებელი სარწყავი არხია, მაგრამ რად გინდა?! მიწის დამუშავება იმდენად ძვირი ჯდება, მიღებული მოსავალი რომ გაყიდო, დახარჯულ თანხასაც ვერ აიღებ. მარტო მიწაზე მუშაობით კი ოჯახს ვერ არჩენ”, - ამბობს სოფლის მკვიდრი ნანული მამუკაშვილი.

სოფელში არც საბავშვო ბაღია და არც კლუბი. 130-კომლიან სოფელში მხოლოდ არასრული საჯარო სკოლაა, სადაც ორმოცამდე მოსწავლე სწავლობს. 9 კლასის დამთავრების შემდეგ მოსწავლეებს სწავლის გასაგრძელებლად სიარული სამი კილომეტრის მოშორებით, დაბა ასპინძაში, ან სოფელ ოშორის საჯარო სკოლაში უწევთ.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალგაზრდები სოფლიდან მიდიან. იმის გამო, რომ სამსახურები არ აქვთ, მამაკაცების უმეტესობა ჯარში, საკონტრაქტო სამსახურში მიდის.

- ”სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ, ყველა ქალაქში მიდის და ოჯახის წევრებიც მიჰყავთ. ურჩევნიათ ქირით იცხოვრონ, ვიდრე სოფელში უმუშევრად იჯდნენ”, - ამბობს ნანული მამუკაშვილი.

სოფლის მთავარი პრობლემა სასმელი წყალია. მართალია წყალი ყველა მცხოვრების ონკანზე მოდის, მაგრამ სასმელად უვარგისია. ადგილობრივები ამბობენ, რომ ხშირად წყალს მწერები მოყვება.

- ”სასმელად უვარგისი წყალი მოდის, ხშირად ონკანს გახრწნილი ბაყაყი და გველი მოყვება. ამიტომ დასალევი წყლის მოტანა სოფლის ცენტრიდან გვიწევს, მარგამ ისიც მლაშეა”, - ამბობს ბაგრატ კობაიძე.

74 წლის კობაიძე სოფელში მეუღლესთან ერთად მარტო ცხოვრობს. ერთადერთი ვაჟი, იმის გამო რომ სამსახური ვერ ნახა, ქვეყნიდან წავიდა.

- ”უმუშევრობას ყველა გაურბის. სოფელში ვერ ნახავ ოჯახს, რომელსაც არ უჭირს. თავს ყველა გაქცევით შველის”, - ამბობს გულიკო გვარამაძე.

სოფელში ძირითადად 1944 წელს დუშეთის რაიონიდან ჩამოსახლებული მოსახლეობა ცხოვრობს. უხუცესები ამბობენ, რომ სოფლს სახელწოდება - ”იდუმალა”, ასპინძის ომის დროს დაარქვეს.

- ”ასპინშის ომში ტოტლებენს ეგონა ერეკლე მეფე დიდ ჯარს დახვედრებდა. ცოტა რომ დაუნახავს, ასე უთქვამს ”იდუტ მალაო”, სწორედ ამის შემდეგ დაერქვა ჩვენს სოფელს იდუმალა”, -გვიხსნის ბაგრატ კობაიძე.

[თინათინ ზაზაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამი წყაროს იმედად

”გზაც ისეთია, სასწრაფო ვიდრე ამოვა, ადამიანი კვდება”
‘დაბინძურებულ წყალს გველიც კი მოყოლია’ – სასმელი წყლის პრობლემა აწყურში

‘სოფელში გზა და წყალი გვინდა’ –  წინუბანში ადგილობრივები აქციას მართავენ
სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის