FM97.5 / LIVE

სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის

მთავარისიახლე, საზოგადოება 25.06.2018
ასპინძაში, სოფელ საროში დაბინძურებულ სასმელ წყალზე ჩივიან. ადგილობრივები ამბობენ, რომ მიზეზი მოძველებული, გასაწმენდი სათავენაგებობაა.

სოფელ საროში სასმელად უვარგისი წყალი მოდის

სოფელ საროს მკვიდრების თქმით, უკვე სამ თვეზე მეტია, წვიმის შემდეგ ტალახიანი წყალი მოდის.

„სულ ტალახი მოდის, იმას სარეცხისთვისაც ვერ ვიყენებთ. ჭურჭელს ვავსებთ, მერე ველოდებით ცოტა როდის დიაწმინდება და ვსვამთ, სხვა გზა არაა“, – ამბობს საროში მცხოვრები ელისო ნადირაძე.

ადგილობრივების თქმით, წყლის დაბინძურების მიზეზი ღია სათავენაგებობაა: „მტვერი, ტალახი, ფოთლები, ყველაფერი შიგ ჩადის და კარგი ფილტრებიც არ აქვს, რომ დაწმინდოს. სათავესაც არავინ წმენდს, რომ შედარებით სუფთა წყალი წამოვიდეს".

საროს, ისევე როგორც ასპინძის სხვა სოფლების სასმელი წყლის სისტემები და სათავენაგებობები ასპინძის მუნიციპალიტეტის მერიის ბალანსზეა. როგორც თვითმმართველობაში ამბობენ, საროში სათავე ნაგებობა 20 წლის წინ მოეწყო, მოძველებულია და ამიტომ ხშირად ზიანდება: „ამ სათავეს ძირითადად ადგილობრივები უვლიან, თუმცა, რამდენიმე დღის წინ ჩვენც გავწმინდეთ და მაინც დაბინძურებული წყალი მოდის“.

მიმდინარე წლის ბიუჯეტში საროში წყლის სათავე ნაგებობის რეაბილიტაციისთვის თანხა გაწერილი არაა. თვითმმართველობაში ვერც იმაზე საუბრობენ, დაიგეგმება თუ არა მომავალ წელს სოფელში ამ პრობლემის გადაჭრა.

[ლუბა გიორგაძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

აბასთუმანში დაბინძურებული წყალი მოდის
ახალციხეში, კოსტავას ქუჩაზე  დაბინძურებული წყალი მოდის
‘ლაფი მოდის მილებში’– საროში სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაციას ითხოვენ
ადიგენის სოფლებში სასმელი წყალი იმღვრევა
ზველში სასმელი წყალი მეზობელი სოფლებიდან მოაქვთ
სოფელ მუგარეთში დაბინძურებული წყალი მოდის [Video]
მგფ: ახალდაბაში სასმელი წყლის ფილტრები გამართულად მუშაობს