FM97.5 / LIVE

მეზობელი სოფლის იმედად

მთავარიSK TV » რეპორტაჟი 15.05.2012
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში არც სკოლაა, არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა. რა პრობლემები აწუხებს სოფლის მოსახლეობას და როგორ ცხოვრობენ აქაურები

მეზობელი სოფლის იმედად

ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ხარჯამში არც სკოლაა, არც საბავშვო ბაღი და არც ბიბლიოთეკა. რა პრობლემები აწუხებს სოფლის მოსახლეობას და როგორ ცხოვრობენ აქაურები

სოფელი ხარჯამი ადიგენის მუნიციპალიტეტში, სოფელ ვარხნიდან ნახევარი კილომეტრის მოშორებით მდებარეობს. ვარხნიდან ხელმარჯვნივ, სოფელ ხარჯამამდე აღმართს მივუყვებით. გზა ამორტიზებულია, მანქანით მოძრაობა არც ისე ადვილია. სოფლამდე საზოგადოებრივი ტრანსპორტი არ დადის. სამარშუტო ტაქსები მხოლოდ ვარხნის გავლით, დაბა აბასთუმნამდე მოძრაობენ. მოსახლეობას სოფლამდე მისასვლელი გზის გავლა ფეხით ან საკუთარი მანქანით უწევს.

40-კომლიან სოფელში სკოლა დიდი ხნის წინ გაუქმდა. აქაურები ამბობენ, რომ სოფელში სასკოლო ასაკის ბავშვი მხოლოდ რამდენიმე იყო და თავის დროზე სკოლაც ამიტომ დაიხურა. მას შემდეგ მისი გახსნა აღარავის უცდია. ახლა უკვე კადრების პრობლემაც აქვთ და ამბობენ, რომ სხვა სოფლებიდან მოსული პედაგოგები ერთი და ორი კლასის გამო არ იმუშავებენ.

სოფელ ხარჯამში საბავშვო ბაღი არასოდეს ყოფილა, სკოლის მოსაწავლეები და ბაღის აღსაზრდელები ვარხნის საჯარო სკოლაში და საბავშვო ბაღში დადიან.

- “ძირითადად მეზობელი სოფლის იმედზე ვართ, სკოლაც იქ არის და საბავშვო ბაღიც. თითქმის მთელი დღე გვჭირდება, რომ დილით ბავშვები ბაღში ჩავიყვანოთ და ხუთ საათზე ბაღიდან გამოვიყვანოთ. შვიდი-რვა ბავშვისთვის სოფელში ბაღს არავინ გაგვიხსნის”, - ამბობს სოფელ ხარჯამში მცხოვრები მარი ოქროჭელიძე.

ადგილობრივები ამბობენ, რომ სოფელში ერთადერთი გასართობი დაწესებულება ბიბლიოთეკა იყო. თუმცა, უკვე ორი წელია რაც დაიხურა და წიგნები სოფელ ვარხნის საჯარო სკოლის ბიბლიოთეკას გადაეცა. აქ არც სამედიცინო ამბულატორიაა და ადგილობრივები ადიგენის საავადმყოფოს მომსახურებით სარგებლობენ.

სოფელში მხოლოდ ერთი მაღაზიაა, სადაც პირველადი მოხმარების პროდუქტები იყიდება. ადგილობრივები ამბობენ, რომ პროდუქტს ძირითადად ვარხანში ან ახალციხეში ყიდულობენ.

მოსახლეობის ძირითადი საქმიანობა მესაქონლეობა და მიწათმოქმედებაა. თითოეულ ოჯახს დაახლოებით ერთი ჰექტარი და 25 მეასედი მიწის ნაკვეთი აქვს. სადაც ძირითადად კარტოფილი, ლობიო და სიმინდი მოჰყავთ. აქაურები ამბობენ, რომ მიწის ფართობი უმეტესად ურწყავია და ისეთი კულტურები მოჰყავთ, რომელსაც ხშირი მორწყვა არ სჭირდება.

სოფელში საგაზაფხულო სამუშაოები უკვე დაწყებულია. გლეხები ტექნიკის სიმცირეს არ უჩივიან. თუმცა, მიწას ძირითადად კერძო ტექნიკით ამუშავებენ. “მთავრობის ტრაქტორებით” სარგებლობას იშვიათად თუ ახერხებენ. ამბობენ, რომ მიწის დამუშავება მაინც ერთი და იგივე ფასი უჯდებათ, ამიტომ მთავრობის ტრაქტორების ლოდინს კერძო ტექნიკის მომსახურება ურჩევნიათ.

- “პრეზიდენტის ტრაქტორები უდეშია, იქ უნდა გახვიდე და რიგი დაიკავო, სანამ ჩვენ სოფლამდე მოვა, მიწის დამუშავება დაგვიანდება. სოფელში ორი კერძო ტრაქტორი გვყავს, საწვავის ფასიც იგივეა და დახვნისაც”, - ამბობს ამავე სოფლის მკვდრი სოლომონ გვარამაძე.

მოსახლეობამ საგაზაფხულო სამუშაოებისთვის მთავრობის მიერ საჩუქრად დარიგებული სასოფლო-სამეურნეო ვაუჩერებიც გამოიყენა. თუმცა, ვაუჩერის თანხით მხოლოდ 15 მეასედი მიწის ნაკვეთი დამუშავდა.

- “დანარჩენი თანხა ჩვენ გადავიხადეთ. მიწას დამუშავება გაზაფხულზეც და შემოდგომაზეც სჭირდება, ამდენი საშუალება აღარ გვაქვს და ამიტომ მარტო გაზაფხულზე ვამუშავებთ”, - ამბობენ ხარჯამელები.

ხარჯამის მოსახლეობას წლების განმავლობაში სასმელი წყლის პრობლემა აწუხებდა. რამდენიმე წელია პრობლემა ნაწილობრივ მოგვარდა.

- “ადრე სასმელი წყალი ორ სოფელში, ხარჯამში და წახანში ერთი სისტემით მოდიოდა. ახლა დარეგულირდა და ორივე სოფელს ცალკე მილი აქვს”, - გვიხსნის სოლომონ გვარამაძე.

ამის მიუხედავად, ონკანში სუფთა წყალი დღემდე არ მოდის. ადგილობრივები ამბობენ, რომ სასმელი წყალი ცენტრალური წყალსაცავიდან არ მოდის და ონკანში მდინარის წყალი მოედინება.

- “პირდაპირ მდინარის წყალია შეერთებული და არ იფილტრება, ამ წყალს ბავშვებისთვის არ ვიყენებთ. წყაროს წყალს ვეზიდებით, ან ხუთ ლიტრიანი ბიდონებით ვყიდულობთ”, - ამბობს ადგილობრივი მანანა კარკაძე.

“სოფლის მხარდაჭერის პროგრამის” ფარგლებში გასულ წლებში გამოყოფილი თანხები რიტუალების სახლის მოწყობას მოხმარდა.

- “სამი-ოთხი წელია რიტუალების სახლს აკეთებენ, შარშანწინ ბეტონი დაასხეს, მერე “პლასტიკატი” გააკრეს და ნელ-ნელა კეთდება. იმდენი თანხა არ არის, რომ ყველაფერი ერთბაშად გაკეთდეს”, - ამბობს ადგილობრივი მზია გვარამაძე.

2012 წელს ამ პროგრამით სოფლისთვის ექვსი ათასი ლარი გამოიყო და ისევ რიტუალების სახლისთვის დაიხარჯება. ყოფილი სკოლის და შემდეგ ყოფილი ბიბლიოთეკის შენობაში ახლა რიტუალების სახლს შესანახ საწყობს უკეთებენ.

- “რაც დააკლდა როტუალების სახლს, ახლა ვამატებთ. ჭურჭელი უნდა შევიძინოთ და შესანახი უნდა გაკეთდეს”, - ამბობენ ადგილობრივები.

სოფელში ახალგაზრდებისთვის არანაირი გასართობი არაა. აქაურები თავისუფალ დროს ძირითადად სოფლის ბირჟაზე ატარებენ. მათთვის მთავარი ახლა ისაა, რომ ოჯახს შემოსავლის წყარო ჰქონდეს და სოფლიდან გასვლა ხანდახან მაინც მოახერხონ.



[თამარ თოთაძე, ადიგენი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


” სოფელში ახალგაზრდას ვეღარ ნახავ”
სამი წყაროს იმედად

'სოფლის მხარდაჭერის პროგრამა' რიტუალების სახლს გასცდა
სოფელ ტბის მოსახლეობა საბავშვო ბაღს ითხოვს
წვიმაზე დამოკიდებული მოსავლიანობა
წყალი, გზა და გაზი –  წინუბნელები  ხელისუფლებისგან ყურადღებას ითხოვენ