FM97.5 / LIVE

ბორჯომში, სოფელ დვირში, 4 ჰექტარზე ბუჩქნარი იწვის

მთავარისამართალი » შემთხვევა 30.07.2015
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დვირის ტყეში ხანძარია, რამდენიმე საათია ცეცხლი დაახლოებით 4 ჰექტარზე, ბუჩქნარს უკიდია.

ბორჯომში, სოფელ დვირში, 4 ჰექტარზე ბუჩქნარი იწვის
ფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"
ეროვნული სატყეო სააგენტოს სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის სოსო რეხვიაშვილის განმარტებით, ადგილზე მობილიზებულია სამცხე–ჯავახეთის ყველა მუნიციპალიტეტის სახანძრო–სამაშველო სამსახური. მაშველებთან და მეხანძრეებთან ერთად, ცეცხლის ლოკალიზებას ცდილობენ ადგილობრივები. ადგილზე იმყოფებიან სამართალდამცველებიც.

საქართველოს ბუნებრივი რესურსებისა და გარემოს დაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ არსებობს საფრთხე, რომ ცეცხლი გვერდზე მდებარე წიწვოვან მასივსაც მოედოს. ამიტომ, დამატებით ძალად თბილისიდან ვერტმფრენს ელოდებიან.

სამინისტროს ინფორმაციით, დვირში ხანძარი დღეს, 30 ივლისს, შუადღეს გაჩნდა. რამ გამოიწვია ხანძარი, ამ ეტაპზე სამინისტროში რაიმეს თქმა უჭირთ: „შესაძლოა იყოს დაუდევრობა, ჯერ ამაზე საუბარი ძალიან ნაადრევია“.

იქ სადაც ხანძრის კერაა, ქარი არ არის, რაც სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსის თქმით, მათ სასარგებლოდ მოქმედებს. თუმცა, სოსო რეხვიაშივლი ფიქრობს, რომ ამაღამ ხანძრის სრული ლოკალიზება ვერ მოხერხდება.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლით მიმდინარეობს.

ბორჯომში, სოფელ დვირში, 4 ჰექტარზე ბუჩქნარი იწვის
ფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

ბორჯომში, სოფელ დვირში, 4 ჰექტარზე ბუჩქნარი იწვის
ფოტო: ტელეკომპანია "ბორჯომი"

[ნინო ნარიმანიშვილი, ბორჯომი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

კოდიანის ტყეში ხანძარი ლიკვიდირებულია
ეროვნული სატყეო სააგენტოს  ინფორმაციით, ბორჯომში 6 ჰექტრამდე ტყე დაიწვა
ახალციხეში ხანძარი ლოკალიზებულია [ფოტო]
საფარის მონასტრის მიმდებარე ტერიტორიაზე ხანძარი გაჩნდა
ბორჯომის ტყეში ხანძარი ლოკალიზებულია
დაბის ტერიტორიაზე ხანძარი 500 კვ.მ ფართობზეა გავრცელებული [Photo]
სოფელ ტაძრისთან ხანძარი ლოკალიზებულია