FM97.5 / LIVE

‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!

მთავარისაზოგადოება 28.07.2015
„სირცხვილია უბრალოდ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ მიტოვებული“, – 2013 წლის საპრეზიდენტო არჩენებამდე ერთი კვირით ადრე „ოცნება“ „მეორე შახტელებს“ ხელისუფლების კეთილსინდისიერებაში არწმუნებდა, თუმცა, არჩევნებიდან ორი წლის შემდეგ დასახლებაში არაფერი შეცვლილა, მეტიც, ადგილობრივებს ორჯერ მოუხდათ ხელისუფლების ყურადღების მისაქცევად გზა გადაეკეტათ.

‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!

ვალეში არსებულ „მეორე შახტის“ დასახლებას, უკვე შეცვლილი ხელისუფლება პრობლემების მოგვარებას ჯერ კიდევ 2013 წელს, საპრეზიდენტო არჩევნებამდე ჰპირდებოდა.

2013 წლის 21 ოქტომბერს, ადგილობრივებთან მისული „ქართული ოცნების“ შტაბის წარმომადგენლები აცხადებდნენ, რომ წინა ხელისუფლებას „მეორე შახტა“ 9 წლის განმავლობაში უყურადღებოდ ჰყავდა მიტოვებული. მათი ვარაუდით, ეს ალბათ იმიტომ ხდებოდა, რომ აქ მხოლოდ 300 ამომრჩეველი ცხოვრობს, რომლებსაც სერიოზულ საარჩევნო ხმებად არ აღიქვამდნენ. „ქართული ოცნება“ კი მათ, პირველ რიგში, როგორც მოქალაქეებს, ისე აღიქვამდა და მათი პრობლემების მოსაგვარებლადაც უკვე დაგეგმილი იყო არაერთი პროექტი.

„ამ დასახლებაში ისეთი პრობლემებია, რომელიც შეიძლება მოგვარდეს, თუ ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს. მე არაერთხელ ვახსენე და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი პროექტია დაგეგმილი“, - ეს სიტყვები „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის აქტივის კოორდინატორს გოჩა პარუნაშვილს ეკუთვნის.
სწორედ გოჩა პარუნაშვილი ხვდებოდა ადგილობრივებს 2013 წლის საპარლამენტო არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე.

მაშინდელ შეხვედრაზე, რომელსაც „სამხრეთის კარიბჭეც“ ესწრებოდა (იმ პერიოდში რედაქციას ჰქონდა ფასიანი სარეკლამო შეთანხმება „ქართულ ოცნებასთან“), პარუნაშვილი დარწმუნებით ამბობდა, რომ 9 წლის განმავლობაში გზის თითო მეტრიც რომ გაკეთებულიყო, ამ დასახლებაში სხვა მდგომარეობა იქნებოდა: „სირცხვილია უბრალოდ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ მიტოვებული. ამ დასახლებაში 300 ამომრჩეველია და როგორც ჩანს, მთავრობას ეს ხმები არ ანაღვლებდა. ჩვენთვის მხოლოდ ამომრჩევლები არ არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან და პატივი უნდა ვცეთ“.

ახალ (უკვე, 3–წლიანი სტაჟის მქონე) ხელისუფლებასაც დაავიწყდა „9 წლის განმავლობაში მიტოვებული ხალხი, ვისთვისაც პატივი უნდა ეცათ“ თუ ბიუჯეტის სიმწირემ უბიძგათ ასე მოქცეულიყვნენ, ძნელი სათქმელია. ფაქტი ერთია: გოჩა პარუნაშვილი პოლიტიკიდან წავიდა, თუმცა, კვლავ ხელისუფლებაშია ის გუნდი, რომელსაც მაშინ პარუნაშვილი ემსახურებოდა, იმ არჩევნებიდან ორი წელი და ხელისუფლების შეცვლლიდან სამი წელიც გავიდა, მაგრამ „მეორე შახტელებისთვის“ არაფერი შეცვლილა.

მეტიც, ხელისუფლებას რომ ისევ გახსენებოდათ, ბოლო ერთ წელიწადში ადგილობრივებმა ორჯერ მიმართეს უკიდურეს ზომას, გზა გადაკეტეს. პირველად 5 ივნისს, მეორედ კი დღეს, 28 ივლისს.

5 ივნისს მათთან გამგებელი მივიდა და მოსახლეობას დაჰპირდა, რომ ამ დასახლებაში ბეტონის გზა დაიგებოდა. და ვიდრე გზას დააგებდნენ, ყოველდღე ივლიდა მანქანა მოსარწყავად. მანქანა მოსარწყავად მართლაც გაუშვეს, თუმცა, გზის დაგება არავის დაუწყია.

დღეს ადგილობრივებთან გამგეობიდან ისევ მივიდნენ. ამჯერად გამგებლის შვებულებაში ყოფნის გამო, მისი მოადგილე გურამ მელიქიძე და არქმშენინსპექციისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მიშა ვარდიძე.

დაპირების ტექსტი არ შეცვლილა, გამგეობა ადგილობრივებს ჰპირდება, რომ გზას აუცილებლად დააგებენ. თუმცა, რადგან ბიუჯეტს საშუალება არ აქვს, ელოდებიან იმ კომპანიების დასტურს სამუშაოს ერთობლივად დაგეგმაზე, რომლებსაც აღნიშნულ ტერიტორიაზე საამქროები აქვთ.
„სამუშაო პროცესი დავიწყეთ, შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, ავუხსენით რა გვინდა რომ აქ გაკეთდეს. ველოდებით პასუხს, როგორ შემოვლენ ამ გზის მშენებლობაში. დიდხანს არ უნდა გასტანოს ამ საკითხმა, უბრალოდ ველოდებით პასუხს“, – განაცხადა გამგებლის მოადგილემ გურამ მელიქიძემ.

შესრულდება თუ არა ადგილობრივი ხელისუფლების დაპირება ამჯერად, ამას მოგვიანებით გავიგებთ. მეორე შახტაში მცხოვრებ 120 ოჯახს იმედი აქვს, რომ გზის გადაკეტვა მესამედ აღარ მოუწევთ.

‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს
‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
რას გააკეთებს გამგეობა  „მეორე შახტაში“  მომავლი წლის ბიუჯეტით
„ქართული ოცნების“ შტაბის უფროსის ქვისლი შუაღამეს გზას აგებს [Video]
"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები