FM97.5 / LIVE

‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

მთავარისამართალი » შემთხვევა 28.07.2015
ვალეში, ეგრეთ წოდებულ მეორე შახტაში მცხოვრებლებმა, სამანქანო გზა გადაკეტეს. ადგილობრივები ამორტიზებულ გზაზე მძიმეწონიანი მანქანების ხშირ მოძრაობას უჩივიან.

‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს

მეორე შახტაში მცხოვრებლებმა სამანქანო გზა დაახლოებით ერთი საათის წინ გადაკეტეს. ამ დროისთვის გზაზე 10–ზე მეტი სატვირთო მაქანაა გაჩერებული. ადგილზე უსაფრთხოებას საპატრულო პოლიცია აკონტროლებს.

მეორე შახტაში ამორტიზებული, ხრეშიანი გზაა. ადგილობრივები ამბობენ, რომ მძიმეწონიანი მანქანის ყოველ გავლაზე, დასახლებაში მტვრის ბუღია, საფრთხის გამო ეზოში ვერ უშვებენ ბავშვებს, ვერც ფანჯრებს აღებენ. გარდა ამისა, სატვირთო მანქანების ხშირი მოძრაობის გამო, სახლებს, რომლებიც მოძველებული და ისედაც ავარიულია, ბზარები დღითიდღე ემატება.

მეორე შახტის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების ყურადღებას და გზის მოასფალტებას ითხოვენ.

შეკრებილებთან იმყოფება გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში ელიოზ ბარბლიშვილი. მისი თქმით, ამ გზის შეკეთებაზე უკვე დაწყებულია მოლაპარაკებები.

„უბრალოდ, ყველაფერი დროსთან არის დაკავშირებული“, – ამბობს ელიოზ ბარბლიშვილი და ამატებს, რომ მას მოსახლეობის პროტესტის ესმის.

მეორე შახტის მცხოვრებლები ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლების მისვლასა და კონკრეტულ დაპირებებს ითხოვენ.
„მოვიდნენ და გვითხრან როდის რას გეგმავენ. ამდენი წელია ტყუილი დაპირებებით და ლოდინით დავიღალეთ“, – ამბობს გზაზე შეკრებილი მოსახლეობა.

მეორე შახტაში იმყოფება „სამხრეთის კარიბჭეს“ ჟურნალისტი თამარ თოთაძე. მისი ინფორმაციით, რამდენიმე წუთის წინ შეკრებილებთან მივიდნენ ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე გურამ მელიქიძე და მიშა ვარდიძე.

აღსანიშნავია, რომ ეს პროტესტის პირველი შემთხვევა არ არის. ადგილობრივებმა გზა ორი თვის წინაც გადაკეტეს. ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები შეკრებილებთან მაშინაც მივიდნენ და პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ. მაშინ "სამხრეთის კარიბჭესთან" ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელმა განაცხადა, რომ გზის შეკეთებას იმ იურიდიულ პირებთან ერთად ეცდება, რომლებიც ამ დასახლებასთან ახლოს მუშაობენ. გარდა ამისა, მაშინ გამგებელი ადგილობრივებს დაჰპირდა, რომ ვიდრე გზა შეკეთდებოდა, ყოველდღე ივლიდა მანქანა, რომელიც გზას მორწყავდა.

ადგილზე რჩება "სამხრეთის კარიბჭე". თვალი ადევნეთ ვებგვერდს, მოვლენათა განვითარების შესახებ ჩვენი ჟურნალისტები გიამბობენ.

[თამარ თოთაძე, ნინო ნარიმანიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს
'მეორე შახტაში' მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ [Video]
საბარგო სადგურზე მცხოვრებლებმა ცენტრალური გზა გადაკეტეს [Photo]
'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!
ვალეში, „მეორე შახტაში“ სახურავებს ცვლიან
'მეორე შახტაში' დაკავებული ბრალს არ აღიარებს