FM97.5 / LIVE

‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს

მთავარისაზოგადოება 28.07.2015
ვალეში, ეგრეთ წოდებულ, მეორე შახტაში მცხოვრებლებმა ერთსაათიანი აქცია ადგილობრივი ხელისუფლების წევრთა ახალი დაპირებების შემდეგ შეწყვიტეს. თვითმმართველობაში ირწმუნებიან, რომ დასახლებაში გზას აუცილებლად დააგებენ.

‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს

ამორტიზებული გზა, მტვერი, სატვირთო მანქანების ხშირი მოძრაობა, სასმელი და სარწყავი წყლის უქონლობა, საცხოვრებელი სახლების დაზიანებული სახურავები, გასაწმენდი სანიაღვრე არხი – ეს მეორე შახტის მცხოვრებთა პრობლემების არასრული ჩამონათვალია.

ადგილობრივები პრობლემებზე ახლა არ ალაპარაკებულან. წლებია ისინი დახმარებას ითხოვენ. ამბობენ, რომ ყოველი წვიმის შემდეგ, მათ სახლებში სახურავებიდან წყალი ჩადის. დასახლებაში ორი მსხვილი საამქრო მუშაობს, საიდანაც კომპანიები ხრეშსა და ასფალტს ეზიდებიან და დასახლებულ პუნქტში ყოველდღიურად ათობით სატვირთო დადის. ყველა სატვირთოს გავლის შემდეგ კი მტვერი ნისლივით დგება.

„ისეთი მტვერია, ხალხი აღარ ჩანს, ფანჯრები ვერ გაგვიღია, სახლში შემოდის მტვერი. ამ ჰაერს ვსუნთქავთ ყველა“, – ამბობს სუსანა მურადიანი.

„არც წყალი გვაქვს, საღამოობით მოდის და ისიც არ გვყოფნის. სანიაღვრე არხი გასაწმენდია, ძლიერი წვიმა რომ მოვიდეს, ნიაღვარი სახლში შემოვა“, – ამატებს გულო კობაიძე.

მეორე შახტაში მცხოვრებლები დახმარებას ხელისუფლებისგან ელიან. ყურადღების მიქცევის მიზნით, დღეს, 28 ივლისს, მათ დაახლოებით ერთი საათის განმავლობაში გზა გადაკეტეს. დასახლებაში 10–ზე მეტი სატვირთო მანქანა იყო გაჩერებული. ადგილზე იმყოფებოდნენ გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში და დეპუტატი.

„როგორც ვიცი, მიმდინარეობს მოლაპარაკება იმ კომპანიებთან, ვინც უშუალოდ ამ დასახლებაში მუშაობს. უკვე პროექტის დონეზეა და უნდა გაკეთდეს ბეტონის გზა. ამას გარკვეული პროცედურები და დრო სჭირდება, მაგრამ ეს საკითხი აუცილებლად მოგვარდება“, – ამბობს გამგებლის წარმომადგენელი ვალის ტერიტორიულ ორგანოში ელიოზ ბარბლიშვილი.

ადგილობრივები იქამდე არ დაიშალნენ, ვიდრე მათთან ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენლები არ მივიდნენ.

„ორი თვის წინაც გადავკეტეთ იგივე მიზეზით გზა, მოვიდნენ, დაგვპირდნენ, რომ გზას დააგებდნენ, მაგრამ აქამდე არაფერი გაკეთებულა. ახლა ველოდებით, რომ ვინმე მოვიდეს გამგეობიდან და გვითხრას რას აპირებენ“, – ამბობენ ადგილობრივები.

ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძე შვებულებაშია, ამიტომ, ადგილობრივებთან შესახვედრად მისი მოადგილე გურამ მელიქიძე და არქმშენინსპექციისა და მშენებლობაზე ზედამხედველობის განყოფილების უფროსი მიშა ვარდიძე მივიდნენ.

გამგეობის წარმომადგენლები მოსახლეობას დაჰპირდნენ, რომ დასახლებაში გზა აუცილებლად გაკეთდება.

„სამუშაო პროცესი დავიწყეთ, შევხვდით კომპანიის წარმომადგენლებს, ავუხსენით რა გვინდა რომ აქ გაკეთდეს. ველოდებით პასუხს, როგორ შემოვლენ ამ გზის მშენებლობაში. დიდხანს არ უნდა გასტანოს ამ საკითხმა, უბრალოდ ველოდებით პასუხს“, – ამბობს გურამ მელიქიძე.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე მუნიციპალიტეტს რომ ჰქონდეს საშუალება, რომ ამ დასახლებაში გზა გააკეთოს, აუცილებლად გააკეთებდა და სხვა კომპანიებს დახმარებისთვის არ დაელოდებოდა.

„ჩვენი სახსრები რომ არ გვყოფნის, ამიტომ ვცდილობთ, ვინც იყენებს ამ გზას და მოსახლეობას აწუხებს, ისინი წილში შემოვიდნენ, – ამბობს მელიქიძე.

გამგებლის მოადგილე ირწმუნება, რომ დასახლებაში ეტაპობრივად ყველა პრობლემა მოგვარდება: „რიგითობის მიხედვით, შესაძლებლობის ფარგლებში დავიწყებთ ამ პრობლემების მოგვარებას, რომ მოსახლეობამ იგრძნოს ჩვენი მხარდაჭერა“.

‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს

[თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს
‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!
'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
'მეორე შახტაში' მცხოვრებლები დახმარებას ითხოვენ [Video]
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ვალის მოსახლეობას წყალი წყალმზიდებით მიეწოდება
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს