FM97.5 / LIVE
სტატიას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც „ოცნების“ გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანიათ.">

"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები

მთავარიპოლიტიკა 10.09.2013
„ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ახალციხის შტაბის წევრები „სამხრეთის კარიბჭეს“ ვებგვერდზე განთავსებულ სტატიას ეხმაურებიან და აცხადებენ, რომ „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბს ისეთი ადამიანები ხელმძღვანელობენ, რომლებსაც „ოცნების“ გამარჯვებაში წვლილი არ შეუტანიათ.

"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები„სად იყვნენ მალხაზ ჟუჟუნაძე და გოჩა პარუნაშვილი მაშინ, როცა „ქართული ოცნება“ ადამიანებმა თავისი ზურგით მოიტანეს?! მაშინ პარუნაშვილს 5-იანი ჰქონდა გადმოკიდებული“, - ამბობს „ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ ახალციხის შტაბის უფროსი გაგა ივანიძე, რომელიც გასული წლის საპარლამენტო არჩევნების დროს ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგეობის საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსი იყო.

„ბურჯანაძე - დემოკრატიული მოძრაობის“ რეგიონის შტაბების კოორდინატორი ჯიმშერ გოგოლაური აცხადებს, რომ „ქართული ოცნების“ შტაბში ბევრი ჩანერგილი და გამყიდველია, ასეთ ადამიანებს კი „ბურჯანაძის“ შტაბში არავინ მიიღებს: "ოცნების“ შტაბში საპარლამენტო არჩევნებამდე რეგიონის ოპერატიული სამსახურის უფროსი ვიყავი და ძალიან კარგად ვიცი ვინ ვინაა. ბიძინა ივანიშვილის აქცია რომ იყო, პარუნაშვილის სასტუმროში ოთხი ნომერი დავჯავშნეთ, მაგრამ ბოლო წუთს უარი გვითხრა სტუმრების დაბინავებაზე, კანალიზაცია გაფუჭდაო, მოიმიზეზა. არადა გადავამოწმეთ, ახლობელს ვაკითხინეთ და მას უთხრეს, რომ სასტუმროში ნომრის გაქირავების არანაირი პრობლემა არ იყო. არც ჟუჟნაძე და არც პარუნაშვილი არჩევნებამდე არცერთ აქციაზე არასდროს ყოფილან“.

"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებებიამ ბრალდებას "ქართული ოცნების" ახალციხის შტაბის აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი ასე პასუხობს: "ასეთ ფაქტს ნამდვილად ჰქონდა ადგილი, მე მაშინ "ქართული ოცნების" ასპინძის რაიონულ ოფისში ვმუშაობდი და მქონდა ზუსტი ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ჯიმშერ გოგოლაური ვახტანგ გეწაძესთან თანამშრომლობდა (ს.კ. იმ პერიოდში ვახტანგ გეწაძე შსს სამცხე-ჯავახეთის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსის მოადგილე იყო). გოგოლაური "ოცნების" წევრი არ იყო და ის ოთხი ნომერი ამიტომ დავბლოკე".

"დემოკრატიული მოძრაობისა" და "ოცნების" შტაბების ურთიერთბრალდებები
გოგოლაური ადასტურებს, რომ "ოცნებიდან" ბურჯანაძის პარტიაში აქტივისტები მართლაც გადადიან: „რეგიონის მასშტაბით ასეთი 100 ადამიანი მაინც იქნება და აქედან უმრავლესობა სწორედ ახალციხის შტაბის წევრია“.

შეგახსენებთ, რეჟისორმა ზაზა სვანაძემ დღეს განაცხადა, რომ "ოცნების" კოორდინატორების მხრიდან აქტივისტებზე ზეწოლის გამო, ბევრი "ქართული ოცნებიდან" ბურჯანაძის პარტიაში გადადის. ამ ბრალდებას "ოცნების" შტაბში ასე პასუხობენ: "არ უნდათ ჩვენთან დგომა, განსხვავებული აზრი აქვთ?! ღმერთმა ხელი მოუმართოთ! მაგრამ ჭუჭყისა და ლაფის სროლას თავი დაანებონ, ბევრ რაღაცას წერენ და პირი არ გამაღებინონ, იქ მყოფმა წევრებმა“.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

"ოცნების" ახალციხის შტაბში კოორდინატორებზე ზეწოლას უარყოფენ
ბურჯანაძის პარტიის სახელით, ადიგენში, გამგებლობისთვის 'ოცნების' ყოფილი აქტივისტი იბრძოლებს
'ოცნების' ახალციხის შტაბი: 90-იანი წლების შემდეგ ასეთი არჩევნები არ ჩატარებულა
ბურჯანაძის შტაბი პლაკატების ჩამოხევაში „ოცნებას“ ადანაშაულებს
წინასაარჩევნო სამზადისი და პარტიაშეცვლილი აქტივისტები ახალციხეში
ახალციხის გამგებლის მოადგილემ და მრჩეველმა "ოცნების" შტაბში გადაინაცვლეს
"ოცნება" ახალციხელ ახალგაზრდებს შტაბში გაწევრიანებისკენ მოუწოდებს