FM97.5 / LIVE
არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.">

'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)

მთავარიპოლიტიკა 21.10.2013
„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წარმომადგენლები ქალაქ ვალეს ეგრეთ წოდებული მეორე შახტის მცხოვრებლებს შეხვდნენ და დასახლებაში არსებული პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ.

'ოცნება' მეორე შახტის მოსახლეობას დახმარებას დაჰპირდა(R)
ვალის მეორე შახტის დასახლებაში დაახლოებით 120 ოჯახი ცხოვრებს. ადგილობრივების ძირითადი პრობლემა დანგრევის პირას მისული საცხოვრებელი კორპუსებია. დასახლებაში არც გამრიცხველიანებაა.

„სახურავები ძალიან დაზიანებულია, წვიმა სახლებში ჩამოდის. მარტო მეორე სართულზე კი არა, წვიმის წყალი პირველ სართულზეც აღწევს. ყველგან ჯამები გვაქვს შედგმული და ძლიერი წვიმის დროს წყალს ისიც არ იკავებს“, - ამბობს მეორე შახტაში მცხოვრები თინა გელაშვილი.

ადგილობრივების თქმით, წვიმის წყალი მხოლოდ სახურავიდან არ ჩადის. შენობებს კედლები იმდენად აქვს დაზიანებული, რომ ეზოში მოვარდნილი წყალი პირველი სართულის კედლებშიც ჟონავს.

„ყველა სახლში ნესტის სუნი დგას, აქ გაჩერება შეუძლებელია. წყალიც გრაფიკით მოდის, ახლა არჩევნები ახლოვდება და შედარებით კარგად მოდის. ისე ორ დღეში ერთხელ მოდის“, - ამბობს ადგილობრივი სოფია ფილთაგიანი.

„ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის წარმომადგენლები მეორე შახტის მოსახლეობას ამ პრობლემების მოგვარებას დაჰპირდნენ და აღნიშნეს, რომ ეს მხოლოდ წინსაარჩევნო დაპირება არ იქნება.

„ამ დასახლებაში ისეთი პრობლემებია, რომელიც შეიძლება მოგვარდეს, თუ ცენტრალური მთავრობა და ადგილობრივი ხელისუფლება ყურადღებას მიაქცევს. მე არაერთხელ ვახსენე და კიდევ ერთხელ მინდა მადლობა ვუთხრა ადგილობრივ ხელისუფლებას, რომ ამ ტერიტორიაზე ბევრი პროექტია დაგეგმილი“, - განმარტავს „ქართული ოცნების“ ახალციხის შტაბის აქტივის კოორდინატორი გოჩა პარუნაშვილი და ამატებს, რომ გასული ცხრა წლის განმავლობაში გზის თუნდაც თითო მეტრი რომ გაკეთებულიყო, ამ დასახელბაში სხვა მდგომარეობა იქნებოდა.

გოჩა პარუნაშვილმა ადგილობრივებთან გამრიცხველიანების შესახებაც ისაუბრა და აღნიშნა, რომ იგი პირადად იყო ჩართული მოლაპარაკებებში და მეორე შახტის გამრიცხველიანება მიდნარე წლის დეკემბრიდან უნდა დაიწყოს.

„სირცხვილია უბრალოდ, რომ ამ ცხრა წლის განმავლობაში ეს ადამიანები იყვნენ მიტოვებული. ამ დასახლებაში 300 ამომრჩეველია და როგორც ჩანს, მთავრობას ეს ხმები არ ანაღვლებდა. ჩვენთვის მხოლოდ ამომრჩევლები არ არიან, ჩვენი მოქალაქეები არიან და პატივი უნდა ვცეთ“, - აღნიშნა გოჩა პარუნაშვილმა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ მთავრობას ისინი მხოლოდ წინსაარჩევნოდ ახსენდება. მათი თქმით, ვერც ის გაიგეს, მეორე შახტა ქალაქს ეკუთვნის თუ სოფელს.

„ეს დასახლება ტერიტორიულად ქალაქ ვალეს ეკუთვნის, უბრალოდ წლების განმავლობაში იყო უყურადღებოდ მიტოვებული და ბევრი პრობლემა დაგროვდა. ახლა ვსწავლობთ ამ პრობლემებს და ეტაპობრივად ვიწყებთ მათ მოგვარებას“, - ამბობს ვალის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ელიოზ ბარბლიშვილი.

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

‘9 წლის განმავლობაში მიტოვებული’ მეორე შახტა ‘ოცნებასაც’ დაავიწყდა?!
‘იმედი გვაქვს, მესამედაც არ მოგვიწევს გზის გადაკეტვა’ – ‘მეორე შახტელები’ ახალი დაპირებებით გააჩუმეს
უსტატუსო და უპატრონო დასახლება
ვალეში 100-მდე ოჯახს ერთი თვეა სასმელი წყალი არ აქვს
რაბათში სასმელად უვარგისი წყალი მოდის
ვალეში, ე.წ. მეორე შახტის დასახლებაში ერთ–ერთი ადგილობრივის სახლს ჩხრეკენ
‘ბავშვებს ვერ ვუშვებთ ეზოში’ – ვალეში ადგილობრივებმა გზა გადაკეტეს