FM97.5 / LIVE

"სამივეს გული ქონდა გახეთქილი" - უბედური შემთხვევა ჭაჭარაქში [Video]

მთავარივიდეო, შემთხვევა 23.07.2015
რა გახდა ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი და რას ყვებიან გადარჩენილები. უბედური შემთხვევა სოფელ ჭაჭარაქში;

"სამივეს გული ქონდა გახეთქილი" - უბედური შემთხვევა ჭაჭარაქში [Video]

უბედური შემთხვევა სოფელ ჭაჭარაქთან, მდინარე მტკვარზე 23 ივლისს, დაახლოებით 15:30 საათზე მოხდა. მდინარეზე საბანაოდ სოფლიდან ექვსი ახალგაზრდა წავიდა, მათ შორის, ერთმა თან ორი წლის ბავშვი წაიყვანა. ახალგაზრდებმა პატარა მდინარის ნაპირზე დატოვეს და საბანაოდ შევიდნენ.

„შუადღეს წავედით, თავიდან ისინი (სამ გარდაცვლილს გულისხმობს „ს.კ“) ნაპირთან იყვნენ, რადგან ცურვა არ იცოდნენ. მერე შევიდნენ ღრმა წყალში უკან უნდოდათ გამოსვლა, მაგრამ ვეღარ გამოვიდნენ. სამივე ადგილზე ჩაიტანა წყალმა და ჩაძირა. ამ ადგილზე პირველად ვიყავით. არ ვიცოდით წყალი ღრმა რომ იყო, უცებ ჩავარდნენ. რომ შევბრუნდი, უკვე იძირებოდნენ, მარტო ხელები ჩანდა“, – ამბობს შემთხვევის შედეგად გადარჩენილი ხვიჩა ნაზარეტიანი.

ღრმა წყლიდან გამოსვლა შეძლო მისმა მეგობარმაც.

„ორი იხრჩობოდა და ორივე ხელებზე ჩამომეკიდა, უცებ ჩავარდნენ, ერთის გამოყვანა შევძელი, მეორეზე რომ შევტრიალდი აღარ ჩანდა. ცურვა მარტო მე ვიცოდი, დანარჩენებმა არა“, – გვიყვება არჩილ ინასარიძე.

ინასარიძემ დასახმარებლად მამას დაურეკა: „დაახლოებით ოთხი საათი იყო რომ ჩავედი. სამივე ნაპირთან იდგა, იქვე იყო 2 წლის ბავშვიც. გოგონა, რომლიც ბიჭებმა გადაარჩინეს შოკში იყო და ვეღარ ლაპარაკობდა. მაშინვე დავრეკე 112–ში, დაახლოებით ნახევარ საათში მოვიდა პოლიცია, მერე სასწრაფო და მაშველები. მათი გადარჩენის არანაირი შანსი აღარ იყო“, – ამბობს ვეფხვია ინასარიძე.

მისი თქმით, გარდაცვლილებს შიშით გული ჰქონდათ გახეთქილი: „მაშველებმა კაუჭების საშუალებით ამოიყვანეს წყლიდან, ჯერ გოგონები, შემდეგ ბიჭი. საბანაოდ რომ მიდიოდნენ, ვუთხარი ისეთ ადგილზე ებანავათ, სადაც წყლის დონე დაბალი იყო, მანდ საიდან აღმოჩნდნენ, არ ვიცი. იმ გოგონებიდან, რომლებიც გარდაიცვალნენ, ერთ–ერთმა მთხოვა, რომ ჩემი შვილიც გამეყოლებინა და უარი ვეღარ ვუთხარი, გამეხუმრა: იცოდე წავიყვან და უკან აღარ ამოვიყვანო და სამწუხაროდ თვითონ ვეღარ ამოვიდა“.



სამი გარდაცვლილიდან ორი და–ძმაა. გარდაცვლილ 19 წლის გოგონას, მეუღლე და 1 მცირეწლოვანი შვილი დარჩა. ერთ–ერთი 22 წლის გოგონა კი ახალქალაქის მუნიციპალიტეტიდანაა და ჭაჭარაქში დროებით ნათესავთან ცხოვრობდა.

ადგილობრივები ამბობენ, რომ გარდაცვლილების ძებნა დაახლოებით სამი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. მათი პოვნის შემდეგ ადგილზე მივიდა სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა, მოგვიანებით კი სამივე ახალციხის პროზექტურაში გადაიყვანეს. გარდაცვლილებს ექსპერტიზა ამ დრომდე უტარდებათ.

გადარჩენილი ახალგაზრდები პოლიციამ ადგილზე დაკითხა, სამიდან ყველაზე უფროსი კი დასაკითხად ახალციხის რაიონულ სამმართველოში გადაიყვანეს.

„მომხდარის გამო შოკშია, სხვა არაფერი ვიცი. ახლა პოლიციაში იმყოფება“, – ამბობს გოგონას ძმა ალექსანდრე ბერიძე.

უბედური შემთხვევის შემდეგ გავრცელდა ინფორმაცია, რომ ახალგაზრდების გარდაცვალების მიზეზი მტკვარის დონის მომატება გახდა, თუმცა აღნიშნული ფაქტი ადგილობრივებმა კატეგორიულად უარყვეს.

უბედური შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი ზაზა მელიქიძეც. მელიქიძე გარდაცვლილების ოჯახებს დახმარებას დაჰპირდა.

მომხდარზე ძიება ახალციხის რაიონულმა სამმართველომ სსკ–ის 115–ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

[თინათინ ზაზაძე,ოთარ აწყურელი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ჭაჭარაქში გარდაცვლილი ახალგაზრდების დაკრძალვის ხარჯებს გამგეობა გაიღებს
უბედური შემთხვევა ტბაზე
ახალციხის მუნიციპალიტეტის გამგებელი: „გარდაცვლილების ოჯახებს დავეხმარებით“
ჭაჭარაქში დამხრჩვალი სამი პირიდან ორი და–ძმაა
თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ
ბორჯომში  ახალგაზრდა ქალი მოქალაქეებმა დახრჩობას გადაარჩინეს
ახალციხეში, მდინარის ნაპირას 82 წლის მამაკაცი გარდაცვილილი იპოვეს