FM97.5 / LIVE

თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ

მთავარისიახლე, საზოგადოება 07.08.2017
ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის ერთ–ერთი თანატოლი, შემთხვევის დეტალებს იხსენებს. მისი თქმით, 12 წლის ლ.ი. მუხლამდე წყალში შევიდა, მაგრამ, უცებ მდინარე მოვარდა და ვეღარ გამოცურა.

თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ

"ოთხნი ვიყავით, სათევზაოდ წავედით, ნკეები გვქონდა. ძალიან რომ დაცხა, მუხლებამდე წყალში შევედით, ვკითხეთ ცურვა თუ იციო და კიო. უცებ წყალი მოვარდა, ლ.ი. ტალღებზე გადახტა და ჩაიძირა. შევყევი საშველად, მაგრამ ვერ ვუშველე. ნაპირზე გამოვცურე და ვყვიროდი მოგვეშველეთ–მეთქი. სოფლის მაღაზიასთან გავიქეცი, ხალხი იყო, მაგრამ ვერავინ ვეღარ უშველა", – გვიამბობს გარდაცვლილის მეგობარი.

მისივე თქმით, ოთხიდან წყალში მხოლოდ ორნი, თვითონ და ლ.ი. შევიდნენ: "სხვები არ შემოვიდნენ, ცურვა არ იციან. ლ.ი. წელს ორჯერ გადაარჩინეს დახრჩობას, როგორც ჩანს, არ იცოდა ცურვა".

შეგახსენებთ, ასპინძაში, სოფელ ნიჯგორში, დღეს, 7 აგვისტოს, მდინარრე მტკვარში 12 წლის ბიჭი დაიხრჩო. ბავშვი წარმოშობით ნიჯგორიდანაა, თუმცა თბილისში ცხოვრობდა. იგი სოფელში, ბებიასთან დასასვენებლად იყო ჩამოსული.

შემთხვევის ადგილზე ამ დრომდე რჩებიან ადგილობრივები, სამართალდამცველები და მაშველები. ჯერ ისევ ელოდებიან მყვინთავების ჯგუფს თბილისიდან. მაშველები ამბობენ, რომ იმ ადგილას სადაც შემთხვევა მოხდა, წყალი ღრმაა და სპეციალური მოწყობილობის გარეშე ვერ ჩავლენ.

ამ დროისთვის მაშველები ნავებით მდინარეში შევიდნენ, მდინარის ნაპირზე ცხედარს ეძებენ ადგილობრივებიც.

სამაშველო სამსახურში ამბობენ, რომ შეტყობინებიდან მალებე ადგილზე მაშველების ორი ჯგუფი მივიდა, თბილისიდან წასულია მყვინტავების ჯგუფიც და ისინი მთელი ღამის განმავლობაში იმუშავებენ.

თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ

თვითმხილველი დამხრჩვალ მოზარდზე: მოულოდნელად მოვარდა წყალი, ვეღარ ვუშველეთ

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ასპინძა]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ასპინძაში 12 წლის მოზარდი მდინარეში დაიხრჩო
ასპინძაში მყვინთავებმა დამხრჩვალი მოზარდი იპოვეს
ასპინძაში დამხრჩვალი მოზარდის მოსაძებნად მყვინთავებს ელოდებიან
ავარია აწყურში – მაშველები მდინარეში გადავარდნილ მამაკაცს ეძებენ
"სამივეს გული ქონდა გახეთქილი" - უბედური შემთხვევა ჭაჭარაქში [Video]
16 წლის ბიჭი ხიდიდან გადახტა
მტკვარში გადავარდნილ მამაკაცს მეოთხე დღეა უშედეგოდ  ეძებენ