FM97.5 / LIVE

უბედური შემთხვევა ტბაზე

მთავარისაზოგადოება 02.07.2012
ახალციხე-ახალქალაქის გზატკეცილზე მდებარე ხელოვნურ ტბაში, 20 წლის ბესიკ სამსონიძე დაიხრჩო. ტბასთან არსებული გასართობი კომპლექსი ორი დღის წინ საზეიმო ვითარებაში გაიხსნა

უბედური შემთხვევა ტბაზე

საგანგებო სიტუაციათა მართვის სამსახურის სამი მყვინთავი სამსონიძეს დაახლოებით ორი საათის განმავლობაში ეძებდა. შემთხვევა ღამის 3:00 საათისთვის მოხდა.

ტბაზე არსებული ბარი ამ დროისთვის უკვე დაკეტილი იყო. ბარ-მენეჯერი გარიკ გასანოვი ამბობს, რომ უბედური შემთხვევის შესახებ დილით შეიტყო.

-”ტბაში სამი ახალგაზრდა წყლის ველოსიპედით ცურავდა, ველოსიპედში წყალი შევიდა და ჩაძირვა დაიწყო, ორმა გამოცურა, ბესიკ სამსონიძემ კი ცურვა არ იცოდა და გამოსვლა ვერ შეძლო”, - გვიყვება გასანოვი.

მისი თქმით, ნავის ჩაძირვა შესაძლოა სიმძიმემაც გამოიწვია, რადგან ველოსიპედი ორადგილიანია და სამნი ისხდნენ.

-”ტბაზე რომ გავედი შემთხვევის ადგილზე უკვე მობილიზებული იყო პოლიცია, სასწრაფო სამედიცინო, ასევე საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური და გვამიც უკვე ამოყვანილი ჰყავდათ”, - გვიამბობს ტბასთან არსებული სასტუმრო ”რიოს” დარაჯი ზვიად ტაბატაძე.

გვამი წყლიდან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ამოიყვანა.

-”გარდაცვლილი ფანტანთან ახლოს, ხუთი მეტრის რადიუსში ვნახეთ”, - ამბობს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსის მოადგილე ვეფხია ტატალაშვილი.

გარდაცვლილი ახალციხის სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურმა ახალციხის რაიონული საავადმყოფოს პროზექტურაში გადაიყვანა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

დაუცველ უსაფრთხოებას შეწირული სიცოცხლე
ახალციხესთან ახლოს მანქანა ხევში გადავარდა
'არ გადაადგილდეთ გაყინულ ტბებზე' – საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახური მოსახლეობას აფრთხილებს
შინაგან საქმეთა სამინისტროს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადება
სოფელ პამაჯში სამი სახლი იწვის
შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტომ თბილისში ახალი სასაწყობე შენობა გახსნა
ბორჯომში სატვირთო ამობრუნდა – დაღუპულია 52 წლის მამაკაცი