FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო

მთავარისიახლე, საზოგადოება 16.05.2019
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, სამშენებლო სამუშაოები სამცხე–ჯავახეთის ექვსი მუნიციპალიტეტიდან მხოლოდ ორმა, ადიგენმა და ბორჯომმა დაიწყო, დანარჩენ ოთხში კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს.

სამცხე–ჯავახეთში 'სოფლის პროგრამით' სამშენებლო სამუშაოები ორ მუნიციპალიტეტში დაიწყო

ადიგენის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსი გოდერძი სხირტლაძე „სამხრეთის კარიბჭესთან“ საუბარში აცხადებს, რომ მუნიციპალიტეტში შერჩეული 72 პროექტიდან სამშენებლო სამუშაოები ორზე დაიწყო, 70–ზე კი საპროექტო დოკუმენტების მომზადება მიმდინარეობს.

„არის რამდენიმე მაღალმთიანი სოფელი, სადაც ჯერ კიდევ თოვლია და საპროექტო სამუშაოებსაც ვერ ვიწყებთ, თუმცა თვის ბოლომდე, მაგ პრობლემასაც მოვაგვარებთ“ – გვიხსნის გოდერძი სხირტლაძე.

ადიგენში,სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ჯამში 648 000 ლარი დაიხარჯება. თანხის უმეტესი ნაწილი შიდა გზების რეაბილიტაციას მოხმარდება, შემდეგ მოდის სარწყავი და სასმელი წყალი.

ბორჯომის მუნიციპალიტეტში შერჩეული 34 პროექტიდან, ამ დროისთვის სამი უკვე დასრულებულია, ოთხზე სამუშაოები მიმდინარეობს, 12 პროექტზე კი სამშენებლო კომპანიებთან ხელშეკრულებები გაფორმდა.

მიმდინარე წელს, სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში, ბორჯომში ჯამში 856 000 ლარი დაიხარჯება.

რაც შეეხება, ახალციხის, ასპინძის, ნინოწმინდისა და ახალქალაქის მუნიციპალიტეტებს, აქ ჯერ კიდევ საპროექტო სამუშაოები მიმდინარეობს. პროექტების მომზადების ბოლო ვადა პირველი ივნისია.

2019 წლის სოფლის მხარდაჭერის პროგრამისთვის, რეგიონში პრიორიტეტების შერჩევა იანვარ–თებერვალში მიმდინარეობდა. მარტის დასაწყისში, მუნიციპალიტეტების საკრებულოებმა უკვე შერჩეული პრიორიტეტები დაამტკიცეს, რის შემდეგაც საპროექტო დოკუმენტების მომზადება დაიწყო.

სამცხე–ჯავახეთში პროგრამის ფარგლებში, 252 პროექტი შეირჩა, აქედან ძირითადი პრიორიტეტები გზა, სასმელი და სარწყავი წყალი,სასაფლაოს შემოღობვა, გარე განათების მოწყობა, თავშეყრის ადგილების და სკვერების მოწყობა იყო. პროექტების განსახორციელებლად რეგიონში ჯამში 3 348 000 ლარი დაიხარჯება.

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ საქართველოში 2009 წელს დაიწყო და 2017 წელს შეწყდა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით კი 2019 წლიდან პროგრამა ისევ განახლდა.

[ლუბა გიორგაძე, სამცხე–ჯავახეთი]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ადიგენში ‘სოფლის მხარდაჭერის პროგრამის’ მეორე ეტაპი იწყება[R]
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ახალციხეში საპროექტო სამუშაოები დაიწყო
ახალციხის მუნიციპალიტეტში 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' მეორე ეტაპი იწყება [R]
წყალი, გზა, სასაფლაოს შემოღობვა, სკვერი და ‘ბირჟა’– მთავარი პრობლემები სოფლებში
ასპინძის საკრებულომ ‘სოფლის პროგრამის’ პროექტები დაამტკიცა
ახალციხეში  ‘სოფლის პროგრამის’ ფარგლებში შერჩეული  პროექტების განხორციელება დაიწყო
რაში დაიხარჯება 'სოფლის მხარდაჭერის პროგრამის' ფული ადიგენის მუნიციპალიტეტში?