FM97.5 / LIVE

ინგლისური ენა ”ნახტომით”

მთავარისაზოგადოება » განათლება 08.10.2012
მეოთხე კლასის მოსწავლეებმა ინგლისური ენის სწავლა, ერთი დონის გამოტოვებით გააგრძელეს. მშობლები ამბობენ, რომ ამის გამო ბავშვებს მასალის ათვისება უჭირთ და იძულებული არიან რეპეტიტორი აიყვანონ

ინგლისური ენა ”ნახტომით”

ინგლისურ ენას პირველ საჯარო სკოლაში გამომცემლობა მაკმილანის დონეებად დაყოფილი სახელმძღვანელოებით სწავლობენ. მეოთხე კლასში საგანის სწავლა წელს მეოთხე დონიდან დაიწყეს, ეს მაშინ, როცა გასულ წელს, მოსწავლეებმა მეორე დონის დამთავრებაც ვერ მოასწრეს. მშობლები ამბობენ, რომ ბავშვებს პროგრამის დაძლევა უჭირთ.

”ძალიან რთული პროგრამაა. ვერც ერთი მშობელი ვერ გეტყვით, რომ მისი შვილი კარგად სწავლობს. შარშან მეორე დონეც არ ჰქონდათ დასრულებული და წელს მეოთხე დონით გააგრძელეს. ბავშვები პროგრამას ვერ ძლევენ, ამის გამო ყველას გვიწევს ცალკე მასწავლებელთან მომზადება”, - ამბობს მეოთხე კლასის მოსწავლის მშობელი ქეთი ეპიტაშვილი.

მშობლები ამბობენ, რომ არაერთხელ მიმართეს ინგლისური ენის პედაგოგებს და სახელმძღვანელოს შეცვლა მოითხოვეს, თუმცა, უშედეგოდ.

”ყველა პედაგოგს ერთი და იგივე პასუხი აქვს. ამბობენ, განათლების სამინისტროდან გვავალებენ და ჩვენ ვერაფერს შევცვლითო”, - ამბობს ქეთი ეპიტაშვილი.

როგორც აღმოჩნდა, სახლემძღვანელობით უკმაყოფილო მხოლოდ მეოთხე კლასში არ არიან.

ერთ-ერთი მესამეკლასელის მშობელი ამბობს, რომ ასევე ერთი დონის გამოტოვებით სწავლოს უცხო ენას მისი შვილიც: ”სრულად პირველი დონე არ აქვს დამთავრებული და მესამე დონეს ასწავლიან, როგორ არ გაუჭირდება?! პედაგოგებს რომ კითხო, ადვილია და დაძლევენო, მაგრამ ფაქტი სახეზეა, ჩემმა შვილმა ინგლისური ასოების წერაც კი არ იცის”.

ფაქტს, რომ სახელმძღვენელოების გამოტოვების გამო მოსწავლეებს ინგლისური ენის სწავლა უჭირთ, პედაგოგებიც ეთანხმებიან. მათი თქმით, სახელმძღვანელოები განათლების სამინისტრომ შეარჩია. მოსწავლის კლასი და სახელმძღვანელოს დონე ერთმანეთს უნდა ემთხვეოდეს, ანუ, მესამე კლასში მესამე დონე უნდა იყოს, მეოთხეში მეოთხე და ასე შემდეგ.

”ჩვენ დავემორჩილეთ, იქიდან გამომდინარე, რომ სოციალურად დაუცველ ბავშვებს სახელმძღვანელოები უფასოდ ურიგდებათ. ის წიგნები რომ არ დამთხვეოდა ჩვენ სახელმძღვანელოებს, ქაოსური მდგომარეობა იქნებოდა. ამიტომ, ჩვენც ამას ავუწყეთ ნაბიჯი, სხვა გზა არ გვქონდა”, - ამბობს ინგლისური ენის მასწავლებელი ნათია ტატალაშვილი.

მისივე მტკიცებით, იმ შემთხვევაში თუ მოსწავლე მონდომებულია, მშობლების და მასწავლებლის დახმარებით გრამატიკული მასალის დაძლევას შეძლებს. შესაძლოა, ლექსიკური მარაგის შევსება გაუჭირდეს.

”ძნელია, როცა მთლიანად სახელმძღვანელოს გამოტოვება გიწევს, მაგრამ ყველა დონეში წინა მასალის გამეორება ხდება. მთლიანობაში, 17 გაკვეთილი წინა დონისა ისწავლება, ამ შემთხვევაში გრამატიკას ადვილად დაძლევენ. გაუჭირდებათ ლექსიკა, ამიტომ მეტი მონდომება მართებთ”, - ამბობს იგი.

იმას, რომ სახელმძღვენელო რთულია, სკოლის დირექტორიც ადასტურებს. თუმცა ფიქრობს, რომ სახელმძღვანელოს გამოტოვება მოსწავლეს სწავლაში ხელს ნამდვილად არ შეუშლის.

”ორი კვირაა, რაც სასწავლო წელი დაიწყო და ეს დრო ნამდვილად არ აძლევს მშობელს იმის საშუალებას, რომ თქვას მისი შვილი ვერ ძლევს მასალას და ეს დონის გამოტოვების ბრალია”, - ამბობს ჯანაშვილი.

სკოლის დირექტორის თქმით, თუ მოსწავლემ ინგლისური არ იცის, ის წინა წლების პრობლემაც იქნებოდა. ამგვარი მიდგომა მშობლების მიერ ყოველგვარ საფუძველს მოკლებულია.

”სახელმძღვანელოები შინაარსობრივად ძალიან გავს ერთმანეთს. თუ ერთ წიგნში მაღაზიაში დიალოგი ისწავლება, მეორეში კი სალაროსთან დიალოგია მოთხრობილი, როგორ ფიქრობთ მოსწავლემ ამის გამო მასალა ვერ უნდა დაძლიოს? - კითხულობს დირექტორი. იგი ფიქრობს, რომ ეს პრობლემა ყველა კლასს არ აქვს. იმ კლასში, კი სადაც ეს პრობლემაა, მშობლების მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელია სახელმძღვანელოს დონე შეცვალონ.

სკოლაში ამბობენ, რომ პირველი სკოლა ამ მხრივ გამონაკლისი არ არის. დონეების დაძლევა ქვეყნის მასშტაბით თითქმის ყველა სკოლას გაუჭირდა და ამის შესახებ განათლების სამინისტრო ინფორმირებული იყო.

მაკმილანის გამომცემლობით ინგლისური ენა სკოლებში მეორე წელია ისწავლება. მათ, ვინც ენის სწავლა პირველი კლასიდან დაიწყეს, პრობლემა არ შექმნიათ. ერთი დონის გამოტოვება იმ მოსწავლეებს მოუხდათ, ვინც ინგლისურის სწავლა მეორე კლასიდან დაიწყო. მეორე კლასში მათ პირველი დონე გაიარეს, მესამეში კი მეორის ნაცვლად, ახალი სისტემით, პირდაპირ მესამე დონის სახელმძღვანელოებით გააგრძელეს სწავლა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე


ახალქალაქის სკოლებში სახელმძღვანელოებს ელოდებიან
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
პირველ ეტაპზე ახალციხის სკოლებში 130 პირველკლასელი დარეგისტრირდა
ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს