FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა

მთავარისიახლე, საზოგადოება, განათლება 01.10.2017
სამცხე–ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე რეგიონული კონფერენცია ჩატარდა. რეგიონის სკოლების პედაგოგებმა ერთმანეთს წერის, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკა გაუზიარეს.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
კონფერენციას ორგანიზებას უწევდა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ინგლისური ენის მასწავლებელთა ასოციაციის (ETAG) ახალციხის ფილიალი. მასში მონაწილეობა სამცხე-ჯავახეთის რეგიონის საჯარო სკოლების ინგლისური ენის მასწავლებლებმა, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის ინგლისური ენის მოწვეული პედაგოგებმა და სტუდენტებმა მიიღეს.

მასწავლებლებს კონფერენციაში მონაწილეობის მიღება ორი მიმართულებით შეეძლოთ - როგორც მონაწილეს და როგორც დამსწრეს. სესიებისთვის 10 თემა შეირჩა, რომელიც ქართველ მონაწილეებთან ერთად, რეგიონში მომუშავე „მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეებმაც წარმოადგინეს.

ინგლისური ენის მასწავლებელთა რიგით მეოთხე კონფერენციის თემა იყო - „წერის, კითხვისა და კრიტიკული აზროვნების სწავლების საუკეთესო პრაქტიკების გაზიარება“ (“Finding the Right Words: Best Practices for Teaching Writing, Reading, and Critical Thinking”).

კონფერენცია განხორციელდა აშშ-ის საელჩოს ALUMNI გრანტის ფარგლებში, რომელიც მოიპოვა სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტის განათლების, ჰუმანიტარულ და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის ინგლისური ფილოლოგიის პროგრამის ხელმძღვანელმა, ასოცირებულმა პროფესორმა გულიკო ჯანოვამ.

დღის ბოლოს მონაწილეებს და დამსწრე მასწავლებლებს სერთიფიკატები გადაეცათ, ასევე გათამაშდა წიგნები.

კონფერენციას 80-მდე ინგლისური ენის მასწავლებელი ესწრებოდა.

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა

[sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა
ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა
შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის