FM97.5 / LIVE

ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს

მთავარისიახლე, საზოგადოება, სამართალი 12.04.2019
ახალციხეში, სოფელ ანის საჯარო სკოლაში ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ. საქმეზე ძიება შსს–მ ძალადობის მუხლით დაიწყო. ახალციხის რაიონულ სამმართველოში მასწავლებლები უკვე დაიკითხნენ.

ანის სკოლაში მასწავლებლები ერთმანეთს ფიზიკურად დაუპირისპირდნენ – ფაქტს შსს იძიებს

ანის საჯარო სკოლის თანამშრომლები პირად საუბრებში ყვებიან, რომ ინგლისური ენის მასწავლებლები ერთმანეთს ღიად, მოსწავლეების თვალწინ, მას შემდეგ დაუპირისპირდნენ, რაც „სამხრეთის კარიბჭემ“ სკოლაში მიმდინარე მოვლენების შესახებ სტატია გამოაქვეყნა. აღნიშნულ მასალაში, ინგლისურის მასწავლებელი ნინო გოზალიშვილი ამბობს, რომ დირექტორი მას საათებს აკლებს და ვისაც უნდა იმას უნაწილებს.

„ინგლისურის მეორე მასწავლებელს, ნათია ჩოხელს რომ წაუკითხავს ეს სტატია, კლასში შევარდნია ნინო გოზალიშვილს და უთქვამს, რატომ ილაპარაკე ჟურნალისტებთანო. ხელი უკრია ნათიას ნინოსთვის, კარი მიუჯახუნებია და ამ დროს ნინო შიგ მოყოლილა. მერე მასწავლებლებს ჩხუბი სამასწავლებლოში გაუგრძელებიათ“, – გვიყვებიან თანამშრომლები.

მომხდარის დეტალებზე ინგლისური ენის პედაგოგები არ საუბრობენ, თუმცა ფაქტს გვიდასტურებენ.

სკოლაში მომხდარი ინციდენტის შემდეგ პოლიციას სკოლის დირექტორმა მარიამ კაპანაძემ მიმართა: „ეს სკოლის შიდა პრობლემებია და ვერაფერს გეტყვით“.

„სამხრეთის კარიბჭის“ ინფორმაციით საჩივარი დაწერა ნინო გოზალიშვილმაც.

შინაგან საქმეთა სამინისტროში გვითხრეს, რომ ფაქტზე ძიება სისხლის სამართლის კოდექსის 126–ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო, რაც ძალადობას გულისხმობს და ამ დროისთვის უკვე ორივე პედაგოგი დაიკითხა.

[ლუბა გიორგაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ანის სკოლაში მასწავლებლისთვის საათების შემცირების საქმეს აუდიტი სწავლობს
N5 სკოლაში მოსწავლეზე შესაძლო ძალადობის ფაქტზე შსს–მ ძიება დაიწყო
ახალციხეში მასწავლებელმა მოსწავლეს თმა მოქაჩა – საქმეს შსს იძიებს
ახალციხის მეხუთე სკოლაში მოსწავლეების შესაძლო ცემის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
მე–12 კლასელებს ახალციხის მეორე სკოლაში ალკოჰოლური სასმელის შეტანისთვის ედავებიან
ანის სკოლის პედაგოგის საქმეზე არსებითი განხილვა დაიწყო
ანის სკოლის დირექტორს პედაგოგმა სასამართლო დავა მოუგო