FM97.5 / LIVE

კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

მთავარისაზოგადოება 29.05.2012
ახალციხის უნივერსიტეტმა ინგლისური ენის პედაგოგთა მასშტაბურ კონფერენციას უმასპინძლა

კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა დასახმარებლად

ინგლისური ენის მასწავლებლების პირველ მასშტაბურ რეგიონულ კონფერენციას სამცხე-ჯავახეთის 70-მდე ინგლისური ენის მასწავლებელი დაესწრო.

კონფერენციაზე,რომელიც სამ სესიად გაიმართა, ძირითადად, ყურადღება მასწავლებლის კვალიფიკაციის ამაღლებასა და სწავლების ეფექტურობის გაზრდაზე გამახვილდა.

ორგანიზატორებმა პედაგოგებს მიაწოდეს ინფორმაცია, როგორ უნდა იმუშაონ პირველკლასელებთან; რა ახალი ტექნიკა და ხერხები შეიძლება გამოიყენონ და როგორ უნდა შეძლონ ინგლისური ენის ეფექტური გამოყენება კომუნიკაციაში.

„ეს იყო ძალიან ნაყოფიერი და დატვირთული კონფერენცია”, - ასე შეაფასა შეხვედრა ინგლისური ენის სპეციალისტმა ვოლტერ გადისმა.

მისივე განმარტებით, კონფერენციამ სამცხე-ჯავახეთის მასწავლებლებს საშუალება მისცა უკეთ გაეცნოთ ერთმანეთი და გაემდიდრებინათ ცოდნა.

კონფერენციას ესწრებოდნენ მშვიდობის კორპუსის მოხალისეებიც, რომლებიც წლებია ახალქალაქელ პედაგოგებს ინგლისური ენის სწავლებაში ეხმარებიან.

- ”ჩემზე დიდ შთაბეჭდილებას ახდენს ქართველი მასწავლებლების ერთგულება პროფესიის მიმართ“, -ამბობს მშვიდობის კორპუსის მოხალისე მელისა კულმანი.

კონფერენცია ინგლისური ენის მასწავლებელთა ახალციხის ფილიალის თავმჯდომარის გულიკო ჯანოვას ინიციატივით შედგა. შეხდვედრა ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით გაიმართა.

- „მთავრობის გადაწყვეტილებამ, რომ ყველა ბაშვმა უნდა მიიღოს B2 დონის სერთიფიკატი, დიდი პასუხისმგებლობის ქვეშ დააყენა მასწავლებელთა საქმიანობა სკოლაში,- ამბობს გულიკო ჯანოვა.

მისივე თქმით, სკოლებში უნდა მომზადდეს კარგი კადრები, რომ უნივერსიტეტმა შეძლოს ამ დონეზე სტუდენტების აყვანა: ”ამიტომ გადავწყვიტეთ რაც შეძლება მეტი აქტივობები გვესწავლებინა მასწავლებლებისთვის. ვფიქრობთ, მასწავლებლები შეძენილ ცოდნას საქმიანობაში დანერგავენ და გაკვეთილი უფრო ეფექტური და ხარისხიანი იქნება“.

კონფერენციის დასასრულს პედაგოგებს საჩუქრად ინგლისური ენის წიგნები და სერთიფიკატები გადაეცათ.

ერთდღიანი კონფერენცია ახალციხის სასწავლო უნივერსიტეტის მეორე კორპუსში ჩატარდა. იგივე ტიპის კონფერენციას აპრილის თვეში ქვემო ქართლმა, ქალაქ რუსთავმა უმასპინძლა.

”ამერიკის საელჩო ცდილობს მსგავსი კონფერენციები ყოველწლიურად დააფინანსოს“, - ამბობს ამერიკის საელჩოს განათლების პროგრამების კოორდინატორი საზოგადოებასთან ურთიერთობის განყოფილებაში სოფიკო ბზიშვილი.

[თიკო ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა მეოთხე კონფერენცია ჩატარდა
სამცხე–ჯავახეთის უნივერსიტეტში ინგლისური ენის მასწავლებელთა კონფერენცია მიმდინარეობს
ინგლისური ენის სპეციალისტის ვაკანსია ახალციხეში
შემაჯამებელი ღონისძიება ინგლისური ენის შემსწავლელთათვის
ახალციხეში ინგლისური ენის შემსწავლელი პროგრამა დასრულდა
ვალეს საზოგადოებრივ ცენტრში ინგლისური ენის შემსწავლელი კლუბი გაიხსნა