FM97.5 / LIVE

სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში

მთავარიპოლიტიკა 15.07.2015
მესამე საკადრო ცვლილება სამცხე–ჯავახეთში, გუბერნატორის მოადგილისა და შპს ‘კეთილმოწყობის’ უფროსის შემდეგ, დღეიდან საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერის პოსტიც ვაკანტურია.

სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში

სამივე თანამდებობიდან წასული პირი ირწმუნება, რომ გადადგომის შესახებ განცხადება თავად დაწერეს. თუმცა, განსხვავებით გუბერნატორის მოადგილისა და „კეთილმოწყობის“ უფროსისგან, საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერი გიორგი ბაგინაშვილი დღეს სამსახურში ჩვეულებრივად გამოცხადდა და ამ წუთებშიც სამუშაო კაბინეტშია.

ბაგინაშვილის თანამდებობიდან წასვლის შესახებ ინფორმაცია ადგილობრივმა ტელეკომპანიამ გაავრცელა. მასალაში კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსის ნინო რამიშვილი აცხადებს, რომ გიორგი ბაგინაშვილმა პოსტი პირადი განცხადების საფუძველზე 15 ივლისს დატოვა. თუმცა, ამავე ინფორმაციაში, ბაგინაშვილმა „თავისი ნებით მიღებული გადაწყვეტილების“ შესახებ“ ჯერ არაფერი იცის.

„სამხრეთის კარიბჭემ“ ბაგინაშვილს კაბინეტში მიაკითხა.

„რა პრობლემაა, მივდივარ, სხვა სამსახურში გადავდივარ“, – ხელების ფშვნეტით განაცხადა „სამხრეთის კარიბჭესთან“ გიორგი ბაგინაშვიმა. კითხვაზე, რატომ არ დაადასტურა ეს ფაქტი ტელევიზიასთან, გვითხრა: „მაშინ ჯერ ბრძანება არ იყო დაწერილი“. კითხვებზე, რა ბრძანებას გულისხმობს, ნამდვილად მისი გადაწყვეტილება იყო თუ არა თანამდებობიდან წასვლა და როდის დაწერა განცხადება, ბაგინაშვილმა აღარ გვიპასუხა.

„რა პრობლემაა, მე წავალ და სხვა შემცვლის. მართლა ჩემი გადაწყვეტილებით მივდივარ“, – გაგვიმეორა კიდევ ერთხელ.

„სამხრეთის კარიბჭე“ ესაუბრა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის მედიასთან და საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსს, ნინო რამიშვილს, რომელმაც განაცხადა, რომ ბაგინაშვილმა გათავისუფლების შესახებ განცხადება დღეს, 15 ივლისს დაწერა: „მიზეზი რა არის ნამდვილად არ ვიცი, მე გელაპარაკებით დოკუმენტებით“.

გიორგი ბაგინაშვილი აღნიშნულ პოზიციაზე 2010 წლის თებერვლიდან მუშაობდა.

შეგახსენებთ, 13 ივლისს, თანამდებობა დატოვა სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ, ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა, 14 ივლისს, შპს „კეთილმოწყობის“ უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა, 15 ივლისს კი საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა გიორგი ბაგინაშვილმა.

[ნინო ნარიმანიშვილი, თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]
სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა თანამდებობდა დატოვა
წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს დღეიდან ახალი მენეჯერი ჰყავს
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
‘ვერ შევთანხმდი ხელმძღვანელობასთან’ - ბესიკ ფილაურმა თანამდებობა დატოვა