FM97.5 / LIVE

გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 20.07.2015
სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში თანამდებობა, საკუთარი განცხადების საფუძველზე, რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ელდარ ჭაღიაშვილმა დატოვა.

გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილემ ელდარ ჭაღიაშვილმა სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადება 13 ივლისს დაწერა.

ჭაღიაშვილს განცხადებაში გათავისუფლების მიზეზი არ დაუსახელებია:“ უბრალოდ ითხოვს თანამდებობიდან გათავისუფლებას“, – განმარტავს სახელმწიფო რწმუნებულის– გუბერნატორის აპარატის უფროსი გიორგი მიქელაძე.

ელდარ ჭაღიაშვილი „სამხრეთის კარიბჭესთან“ აცხადებს, რომ სამსახურიდან წასვლის გადაწყვეტილება თავად მიიღო: „ ძალიან დატვირთული ვიყავი, აღარ ვარ ახალგარზდა. ჯერ არ ვიცი სად წავალ, შესაძლოა თბილისში წავიდე. 60 წელს მიღწეული კაცი ვარ და ჩემზე ზეწოლას ვერ განახორციელებდნენ“.

ელდარ ჭაღიაშვილი სამცხე–ჯავახეთის სამხარეო ადმინისტრაციაში 2014 წლის მაისიდან მუშაობდა. ამ ეტაპზე რეგიონული პროექტების კოორდინირების სამსახურის უფროსის მოადგილის პოსტი ვაკანტურია. აღნიშულ პოსტზე კანდიდატი კონკურსის წესით უნდა შეირჩეს.

შეგახსენებთ, რომ ელდარ ჭაღიაშვილის მსგავსად 13 ივლისს დატოვა თანამდებობა გუბერნატორის მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა. ერთი დღის შემდეგ, 14 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა პოსტი შპს „კეთილმოწყობის“ უფროსმა გიორგი ბალიაშვილმაც. 15 ივლისს გათავისუფლების შესახებ კი პირადი განცხადება დაწერა საქართველოს გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა გიორგი ბაგინაშვილმა.

[თინათინ ზაზაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
საკადრო ცვლილებები სამცხე–ჯავახეთის გუბერნიაში
სამცხე-ჯავახეთის გუბერნია კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
გუბერნიაში საკადრო ცვლილებები არ დასრულებულა
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა