FM97.5 / LIVE

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 15.07.2015
სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულის-გუბერნატორის მოადგილის პოზიცია დღეიდან, 14 ივლისიდან, ვაკანტურია. ყოფილმა მოადგილემ ავთანდილ კაჭკაჭაშვილმა თანამდებობა საკუთარი განცხადების საფუძველზე დატოვა.

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილემ თანამდებობა დატოვა
დღეს 14 ივლისს, დილიდან, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის კაბინეტი დაკეტილია. როგორც მან „სამხრეთის კარიბჭესთან“ განაცხადა, თანამდებობა საკუთარი სურვილით, გუშინ, 13 ივლისს დატოვა.

უკვე ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ მუშაობის გაგრძელებას სხვა საჯარო სამსახურში აპირებს.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, სად იქნება მისი მომავალი სამსახური, გვპასუხობს, რომ რეგიონში არ რჩება: „თბილისისკენ ვაპირებ“.

კაჭკაჭაშვილის სამსახურიდან წასვლა მოულოდნელი აღმოჩნდა სამხარეო ადმინისტრაციის თანამშრომლებისთვის. იმ თანამშრომლებმა, ვისაც „სამხრეთის კარიბჭე“ ესაუბრა, აღნიშნეს, რომ მოადგილის წასვლის შესახებ დღეს, სამსახურში მოსვლის შემდეგ გაიგეს.

სამცხე–ჯავახეთში სახელმწიფო რწმუნებულმა–გუბერნატორმა აკაკი მაჭუტაძემ მომხდარის შესახებ საუბარი არ ისურვა.

ბოლო პერიოდში ავთანდილ კაჭკაჭაშვილის სახელმა არაერთხელ გაიჟღერა თვითმმართველობებზე ზეწოლის კონტექსტში. კაჭკაჭაშვილს განსაკუთრებით ხშირად ადიგენის მუნიციპალტეტის საკრებულოში უჩიოდნენ. კერძოდ, კაჭკაჭაშვილის სახელი ფიგურირებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ლევან ლობჯანიძის საქმეში. ლობჯანიძე ირწმუნება, რომ საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხები აუცილებლად უნდა შეეთანხმებინა ავთანდილ კაჭკაჭაშვილთან. მეტიც, ლობჯანიძე ფიქრობს, რომ მის იმპიჩმენტს საფუძვლად სწორედ მისი სამხარეო–ადმინისტრაციასთან უთანხმოება უდევს. ეს საკითხები ლობჯანიძის სარჩელშიც ფიგურირებს. ადიგენის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე ადგილობრივ თვითმმართველობას უკანონოდ გათავისუფლებაში ადანაშაულებს. ლობჯანიძეს მიაჩნია, რომ მისი თანამდებობიდან გადაყენება პროცედურული დარღვევებით მოხდა და ამაში რეგიონის პირველი პირები ფიგურირებენ.

გარდა ლობჯანიძის საქმისა, კაჭკაჭაშვილის სახელმა გაიჟღერა ბოლო პერიოდში, ადიგენის საკრებულოს სხდომაზე ოპოზიციური ფრაქციის ვერ ჩამოყალიბების საქმეში. ფრაქციის შექმნის ინიციატორი საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი მალხაზ ბოჩიკაშვილი ამბობს, რომ საკრებულო კაჭკაჭაშვილის მითითების საფუძველზე მოქმედებს.

კითხვაზე, ხომ არ იმოქმედა ამ საკითხებმა კაჭკაჭაშვილის გადაწყვეტილებაზე, უკვე ყოფილი მოადგილე ამბობს, რომ ეს არაფერ კავშირშია მის გადაწყვეტილებასთან: „ეს ყველაფერი მათი ილუზიაა“.

გარდა ამ საკითხებისა, ავთანდილ კაჭკაჭაშვილის სახელმა ბოლო ორ კვირაში დეკლარაციების თემაშიც გაიჟღერა. როგორც „სამხრეთის კარიბჭემ“ აღმოაჩინა, უკვე ყოფილი მოადგილე ქონებრივ დეკლარაციაში მეუღლის შემოსავალს, კერძოდ, რესტორან „ალავერდში“ 33%–იან წილს მალავს. კაჭკაჭაშვილმა ეს ფაქტი იმით ახსნა, რომ რესტორანი ჯერ მოგებაზე არ მუშაობს.

ავთანდილ კაჭკაჭაშვილი დაინიშნა 2014 წლის 3 იანვარს. მუშაობის წელიწადნახევარს ნაყოფიერად აფასებს და ამბობს, რომ ამ ხნის განმავლობაში ბევრი კარგი საქმის გაკეთება მოასწრო.

„ბევრ გაჭირვებულ ადამიანს დავეხმარე, გარდა ამისა, რეგიონში განსახორციელებელი პროექტების სწორად დაგეგმვაში დიდი წვლილი შევიტანე“, – აცხადებს უკვე ყოფილი მოადგილე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი.

კითხვაზე, დარჩა თუ არა რამე გასაკეთებელი, რის გამოც გული სწყდება, კაჭკაჭაშვილი გვაპსუხობს: „რომ დავრჩენილიყავი, კიდევ ბევრ რამეს გავაკეთებდი“.

ამ ეტაპზე ავთანდილ კაჭკაჭაშვილი არ აკონკრეტებს, ექნება თუ არა რეგიონთან შეხება იმ პოზიციიდან, სადაც აპირებს მუშაობის გაგრძელებას.

შეგახსენებთ, რომ ავთანდილ კაჭკაჭაშვილი გუბერნატორის ერთადერთი მოადგილე იყო. ამ დრომდე აკაკი მაჭუტაძეს, რომელიც გუბერნატორად 2013 წლის 13 დეკემბერს დაინიშნა, მეორე და მესამე მოადგილეები არ დაუნიშნავს.

ვინ შეიძლება დაიკავოს გუბერნიაში გაჩენილი ვაკანტური ადგილი, სამხარეო ადმინისტრაციაში ჯერ რაიმე ვერსიაზე არ საუბრობენ.

[თამუნა უჩიძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორი მოადგილის წასვლაზე სიტყვაძუნწობს
ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]
ახალი მოადგილე ერთი წლის შემდეგ – სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა მოადგილე შეარჩია
სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა პირველი მოადგილე დანიშნა
ადიგენში საკრებულოს თავმჯდომარე გადააყენეს
‘ნაციონალები’: საკრებულოს თავმჯდომარე კლანურ დაპირისპირებას შეეწირა
ბურჯანაძის მხარდამჭერი გუბერნატორის მოადგილეს უპირისპირდება