FM97.5 / LIVE

შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა

მთავარიპოლიტიკა 15.07.2015
სამცხე–ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილის შემდეგ, თანამდებობა შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა დატოვა.

შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა გიორგი ბალიაშვილმა თანამდებობა დატოვა
შპს "კეთილმოწყობის" უფროსმა თანამდებობის დატოვების შესახებ განცხადება გუშინ, 14 ივლისს დაწერა. როგორც ქალაქ ახალციხის მერიაში განმარტავენ, ბალიაშვილი თანამდებობიდან საკუთარი განცხადების საფუძველზე წავიდა.

"გუშინ დაწერა განცხადება და გუშინვე დაუკმაყოფილეს, როგორც განცხადებაში ეწერა, მან სამსახურიდან გათავისუფლება ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო გადაწყვიტა", – აცხადებენ მერიაში.

აღნიშნული ფაქტი "სამხრეთის კარიბჭეს" შპს "კეთილმოწყობის" თანამშრომლებმაც დაუდასტურეს. თანამშრომლების თქმით, ბალიაშვილი დღეს სამსახურში არ მისულა. გიორგი ბალიაშვილთან დაკავშირებას "სამხრეთის კარიბჭე" დღეს დილიდან ცდილობს, თუმცა მას ტელეფონი გამორთული აქვს.

შეგახსენებთ, რომ გიორგი ბალიაშვილი აღნიშნულ პოსტზე 2014 წლის ივლისის ბოლოს დაინიშნა. მან ამ თანამდებობაზე ამირან ნოზაძე შეცვალა.

ვინ დაინიშნება შპს "კეთილმოწყობის" უფროსად, ახალციხის მერიაში ჯერ ვერ გვეუბნებიან.

[თინათინ ზაზაძე, თამარ თოთაძე, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

საჯარო უწყებების შემდეგ საკადრო ცვლილებები შპს–ებშიც დაიწყო
ერთ დღეში გათავისუფლებული და დაკავებული თანამდებობა – ‘კეთილმოწყობას’ ახალი უფროსი ჰყავს
სამცხე–ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში
სამცხე-ჯავახეთის სატყეო სამსახურის უფროსმა თანამდებობა დატოვა
ვინ იქნება შემდეგი? – „გადადგომების სერია“ ახალციხეში [Video]