FM97.5 / LIVE

‘ვერ შევთანხმდი ხელმძღვანელობასთან’ - ბესიკ ფილაურმა თანამდებობა დატოვა

მთავარისიახლე, საზოგადოება 18.03.2020
„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერმა, ბესიკ ფილაურმა თანამდებობა დატოვა. მისი თქმით, ხელმძღვანელობასთან გარკვეულ პროექტებზე ვერ შეთანხმდა.

‘ვერ შევთანხმდი ხელმძღვანელობასთან’ - ბესიკ ფილაურმა თანამდებობა დატოვა

ბესიკ ფილაურმა გადადგომასთან დაკავშირებით განცხადება 17 მარტს, ღამით დაწერა. ამბობს, რომ ეს გადაწყვეტილება თავად მიიღო.

„არ არის ისეთი მხარდაჭერა, როგორიც ხალხს დავპირდი და ვერ ვაკეთებ საქმეს. იყო პროექტების თემა, რომელიც მინდოდა გამეკეთებინა, რეგიონისთვის და ახალციხისთვის. ვერ შევთანხმდი ხელმძღვანელობასთან და ჩემით წავედი“, - განაცხადა მან „სამხრეთის კარიბჭესთან“, თუმცა რომელ პროექტებს გულისხმობდა არ დააკონკრეტა.

ყოფილი მენეჯერი მუშობას კერძო ბიზნესში გააგრძელებს - „კერძო ბიზნესი მაქვს მე და მივხედავ იმას ბაკურიანში“.

„გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის“ სამცხე–ჯავახეთის რეგიონული ფილიალის მენეჯერად, ბესიკ ფილაური 2017 წლის აგვისტოდან მუშაობს. მან ამ თანამდებობაზე ბორის სპანდერაშვილი ჩაანაცვლა. მანამდე კი ბაკურიანის სერვისცენტრის მენეჯერის პოზიცია ეკავა.

ცნობისთვის, აღნიშნული თანამდებობა ფილაურის წინამორბედმა, ბორის სპანდერაშვილმაც პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.

[თაკო ფეიქრიშვილი, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

სამცხე–ჯავახეთში წყალმომარაგების კომპანიის მენეჯერმა თანამდებობდა დატოვა
სამცხე-ჯავახეთის წყალმომარაგების კომპანიას ახალი მენეჯერი ჰყავს
წყალმომარაგების კომპანიის სამცხე–ჯავახეთის რეგიონულ ფილიალს დღეიდან ახალი მენეჯერი ჰყავს
გუბერნიაში თანამდებობა კიდევ ერთმა თანამშრომელმა დატოვა
გიორგი დალალიშვილი თანამდებობას ტოვებს
თანამდებობა კიდევ ხუთმა რწმუნებულმა დატოვა
სამ დღეში სამი „პირადი განცხადებით“ გადამდგარი ჩინოვნიკი ახალციხეში