FM97.5 / LIVE

'მადლობა შინაგან სამინისტროს' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში

მთავარისაზოგადოება, მოქალაქე ჟურნალისტები 08.07.2015
'მადლობა შინაგან სამინისტროს', 'მადლობა გიორგი კოპაძეს' – ამ შეძახილების ფონზე ჩაიარა გუშინ, 7 ივლისს, ახალციხის ციხის ამფითეატრში Tbilisi City–ს ორგანიზებით გამართულმა საქველმოქმედო აქცია-კონცერტმა.

'მადლობა შინაგან სამინისტროს' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში

საქველმოქმედო აქცია–კონცერტი ახალციხის ციხის ტერიტორიაზე 7:00 საათზე დაიწყო. მაყურებლის წინაშე ჯგუფი "ფრანი", მარკუს მეტრეველი, ნიკი სლოუ და სხვა მომღერლები წარსდგნენ.

Tbilisi City–ს დირექტორის, აქცია-კონცერტის ორგინაზატორის თქმით, კონცერტი ტურნეს სახით არის დაგეგმილი და ახალციხიდან დაიწყო.

„ახალციხელი ვარ, ამიტომ ჩავთვალე, რომ ტურნე ახალციხიდან დამეწყო“,- ამბობს კენი მანასიანი.

'მადლობა შინაგან სამინისტროს', 'მადლობა გიორგი კოპაძეს' – ისმოდა კონცერტის მიმდინარეობისას. როგორც "სამხრეთის კარიბჭემ" გაარკვია, შინაგან საქმეთა სამინისტრომ, რომელსაც რატომღაც შინაგან სამინისტროდ მოიხსენიებდნენ, მადლობა მის დაქვემდებარებაში მყოფ უწყებებში ყველაზე მეტი ბილეთის გაყიდვის გამო დაიმსახურა. ახალციხის მერმა გიორგი კოპაძემ, კი მერიისგან გაწეული მხარდაჭერისთვის. თუმცა, მერიის მხარდაჭერით კონცერტის ორგანიზატორი მთლად კმაყოფილიც არ ჩანდა.

"მერია რაღაც გარკვეული ნაწილით კი დაგვეხმარა, მაგრამ იმდენად არა, რამდენადაც მინდოდა. მაინც მადლობა, რომ ბილეთები შეიძინეს“, – უთხრა "სამხრეთის კარიბჭეს" კენი მანასიანმა.

მისივე თქმით, შემოსული თანხა მთლიანად, თბილისში სტიქიის დროს დაზარალებულ მოსახლეობას გადაერიცხება. მსგავსი აქცია-კონცერტი გორში, თელავსა და ქუთაისშია დაგეგმილი.

შეგახსენებთ, 13 ივნისს, საღამოს ძლიერმა წვიმამ მდინარე ვერეს ადიდება გამოიწვია, შედეგად დაიტბორა ვაკე-საბურთალოს გზა, თბილისის ზოოპარკი, გმირთა მოედანი. ზოოპარკიდან გაიქცნენ ცხოველები, წყნეთი-ბეთანიის გზაზე ჩამოწვა მეწყერი. სტიქიის შედეგად გარდაიცვალა 19 ადამიანი, ამ დრომდე დაკარგულად ითვლება 3 ადამიანი. სტიქიის შედეგად თბილისს ათობით მილიონი ლარის ზარალი მიადგა.

[ვარლამ წიკლაური, ახალციხე]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

'გზავნილი თბილისს' – ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
13 ივნისის ტრაგედიიდან ერთი წელი გავიდა
დამანგრეველი სტიქია თბილისში [Photo]
„ერისიონმა“ ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი გამართა
13 ივნისის ტრაგედიიდან 5 წელი გავიდა
კონცერტი გლოვის დღეს
ახალციხეში საქველმოქმედო კონცერტი ჩატარდება