FM97.5 / LIVE

კონცერტი გლოვის დღეს

მთავარისაზოგადოება 15.06.2015
მიუხედავად იმისა, რომ 15 ივნისი საქართველოში 13 ივნისის სტიქიისას თბილისში დაღუპულთა პატივსაცემად, გლოვის დღედ გამოცხადდა, ახალციხეში საღამოს დაგეგმილი ადგილობრივი ქორეოგრაფიული ანსამბლის კონცერტი მაინც ჩატარდება.

კონცერტი გლოვის დღეს

„დაგეგმილი 19:00 საათის ნაცვლად, კონცერტს გვიან დავიწყებთ და არ გვექნება ტაშ–ფანდურა“, – ამბობს ანსამბლ „მესხი ფრთოსანის“ ხელმძღვანელი, ქორეოგრაფი ბესარიონ კოვზიაშვილი.

მისივე თქმით, ეს არის შემაჯამებელი კონცერტი და ამ დღისთვის რამდენიმე თვე ემზადებოდნენ: „გაყიდულია ბილეთები, ნაქირავებია დარბაზი თეატრში, ველოდებით ბევრ სტუმარს“.

„სამხრეთის კარიბჭეს“ კითხვაზე, ესაუბრა თუ არა თეატრის ადმინისტრაციას კონცერტის თარიღის გადაწევაზე, ან ვინ არიან სტუმრები, ვის გამოც დაგეგმილი კონცერტი ვერ გადაიდება, კოვზიაშვილი გვპასუხობს, რომ ორი თვის წინ შეუთანხმდა თეატრის აადმინისტრაციას და ახლა გადადება გამორიცხულია. მისი თქმით, კონცერტს ანსამბლის წევრების ახლობლებისა და ნათესავების გარდა დაესწრებიან ახალციხის მერიისა და გამგეობის წარმომადგენლები, ასევე სასულიერო პირები.

„გვქონდა სათანადო მიზეზი, რომ ეს კონცერტი ჩაგვეტარებინა. მაქვს გალობები, ნეკროლოგი, როგორც შეეფერება ამ დღეს, ამ მდგომარეობას ისე მოვიქცევით. ტაშფანდური არ მაქვს და დამოუკიდებლობის დღეს არ ავღნიშნავ. ეს არის შემაჯამაბელი, უნდა ნახონ მშობლებმა მთელი წლის განმავლობაში მათ შვილებმა რა გააკეთეს“, – ამბობს კოვზიაშვილი.

შეგახენებთ, რომ 13 ივნისის სტიქიის დროს დაღუპული მოქალაქეების გამო, საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა. ტელევიზიებმა ყველა გასართობი გადაცემები გადადეს. ბოლო მონაცემებით, სტიქიის დროს 14 ადამიანი გარდაიცვალა, ათამდე დაკარგულად ითვლება.

პ.ს. სტატიის გამოქვეყნების შემდეგ, "სამხრეთის კარიბჭეს" დაუკავშირდნენ ახალციხის მერიისა და გამგეობის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურების წარმომადგენლები და განაცხადეს, რომ არც მერია და არც გამგეობა არანაირ კონცერტზე არ მიდის. მეტიც, მათ არც იცოდნენ ამ კონცერტის შესახებ და რომც სცოდნოდათ, ცხადია არ წავიდოდნენ. მერიაც და გამგეობაც მთელი დღეა დაზარალებულთა დასახმარებლად ნივთებისა და პროდუქტების შეგროვებითა და ამ საქმის ორგანიზებითაა დაკავებული.

[Sknews.ge]


24.10.2020 პროექტი 'ევროპული სწავლების სამკუთხედი' ახალციხის სკოლებში

23.10.2020 ახალციხის 9 ბაღში სწავლა 4 დღით შეწყდება

22.10.2020 კორონავირუსის გამო ახალქალაქის 2 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.10.2020 კორონავირუსის გამო ნინოწმინდის 4 სკოლაში დისტანციურად სწავლობენ

22.04.2014 ჯილეხისა და თურქულის ვაქცინაცია დაიწყო

08.04.2014 ასპინძის საავადმყოფოს ექიმებმა შპს „ადითს“ სასამართლო მოუგეს

05.04.2014 რა იცვლება სასწრაფო სამედიცინო დახმარებაში?

21.03.2014 საქართველოში ჰოსპიტალური საწოლების რაოდენობამ იკლო

26.10.2020 ‘ენზელ მკოიანის აქტივისტმა დამარტყა’ – სამველ მანუკიანი ახალქალაქში მომხდარ ინციდენტზე

26.10.2020 ‘გადაუხდელობის გამო, ბუნებრივი აირის მიწოდება არ შეწყდება’ – ‘ინტერგაზი’

25.10.2020 ბორჯომ–ხარაგაულის ეროვნული პარკი „Welcome To Georgia“– ს დაჯილდოებაზეა ნომინირებული

24.10.2020 სამცხე–ჯავახეთში უქმე დღეებში თბილი და მზიანი ამინდია მოსალოდნელი

24.12.2013 ბორჯომში ახალ წელს ერთი დღით ადრე იზეიმებენ

27.11.2013 რეჟისორი ვახტანგ ბერიძე მესხეთის თეატრს მადლობას უხდის

25.10.2013 ახალციხეში ანსამბლ „სეუს“ კონცერტი მიმდინარეობს

24.10.2013 მესხეთის თეატრში "წვიმის გამყიდველს" წარმოადგენენ

21.10.2020 SKამბები: მოხუცების სოფელი [აუდიო]

14.10.2020 SKამბები: აბასთუმანი – ხაბაზთუმანი [აუდიო]

10.10.2020 როცა ბუნების გესმის – მეტყევე ძმები ბორჯომიდან [ვიდეო]

07.10.2020 SKამბები: წნისი თუ წინისი [აუდიო]

მსგავს თემაზე

გლოვის დღეს გამართული კონცერტიდან თანხის ნაწილი ქველმოქმედებას მოხმარდა
გლოვის დღეს გამართული კონცერტიდან თანხის ნაწილი დაზარალებულებს გადაერიცხებათ
'მადლობა შინაგან სამინისტროს' – საქველმოქმედო კონცერტი ახალციხეში
მესხეთის თეატრში კონცერტის მიმდინარეობისას შუქი გაითიშა
საქართველოში 15 ივნისი გლოვის დღედ გამოცხადდა
დავით გასიტაშვილის დასახმარებლად საქველმოქმედო კონცერტი გაიმართება
რუსული პროპაგანდის საწინააღმდეგო კონცერტის დროზე თეატრი და პლატფორმა უნდა შეთანხმდნენ